საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ ბათუმის "დინამოს" კამერუნელმა ლეგიონერმა არნო ჩუენსუმ ვარჯიში განაახლა. აფრიკელი ფეხბურთელი ამ დროისთვის ინდივიდუალურად ემზადება. ამის შესახებ ზღვისპირული გუნდის ოფიციალური ფეისბუქგვერდი იუწყება.
23 წლის მცველს მიმდინარე სეზონში ერთადერთი მატჩი აქვს ნათამაშები. ჩუენსუ გასული წლის 12 სექტემბერს, "ვიტ-ჯორჯიასთან" მატჩისას დაშავდა და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა.