24 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ მატჩში “ცხინვალმა” თბილისის “დინამოს” 4:1 აჯობა. ოთხ დღეში გუნდები იმავე სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე დაუპირისპირდნენ.
პირველი მატჩი “დინამოს” სახლში 2:0 მოეგო. “ცხინვალმა” არსებობის ისტორიაში თბილისელები ზედიზედ მეორედ დაამარცხა, მაგრამ ანგარიში ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. “დინამო” კი, ბოლო სამი წლის მანძილზე ფინალში მიჯრით მესამედ მოხვდა.
მატჩის დებიუტში ბაქარ ქარდავამ “დინამოს” საჯარიმოს მისადგომებთან ერთი მცველი ჩამოიცილა და სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს დავით მაისაშვილმა მცირე ხნით გონი დაკარგა. ორივე გუნდის ექიმების ჩარევის შემდეგ, რამდენიმე წუთში ცნობიერება დაუბრუნდა და თამაში გააგრძელა.
მატჩის 38-ე წუთზე, ლაშა თოთაძემ ბურთის მოგერიების დროს ცუდად ითამაშა, ამ დროს ლუბორ ჰრდლიჩკაც წინ დაუფიქრებლად გამოვიდა და გიორგი ივანიშვილს ისღა დარჩენოდა გოლი ცარიელ კარში გაეტანა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან მალე თოთაძემ თავის საჯარიმოში ბურთი უხერხულად გააჩერა და ცხინვალელები მსაჯს მიუთითებდნენ, რომ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ხელით ითამაშა, მაგრამ გიორგი დოგრაშვილმა პენალტი არ დანიშნა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მცირე ხანში, ვარლამ კილასონიამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მარჯვენა “ცხრიანში” წასული ბურთი ჰრდლიჩკამ კუთხურზე მოიგერია.
ცოტა ხანში, თორნიკე თარხნიშვილმა სტუმართა საჯარიმოში ბურთი ბიძინა მახარობლიძეს “შეაყოლა”, რომელმაც ცაციათი არაზუსტად დაარტყა.
“დინამომ” მატჩში პირველი სახიფათო მომენტი მე-60 წუთზე შექმნა, როდესაც კონტრშეტევის დროს ჯაბა ჯიღაურმა პასი არ დაუგვიანა ცხინვალელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულ საბა ლობჟანიძეს, რომელიც ერთ მეტოქეს გასცდა და შორეულ კუთხეში მცირედ უზუსტოდ დაარტყა.
ამის შემდეგ, თავად ჯიღაურს შეეძლო გატანა, მაგრამ საჯარიმოში შესულმა სუსტად დაარტყა და ნადირაძე ბურთს დაეუფლა.
მეორე ტაიმის შუაწელში ივანიშვილი სტუმართა საჯარიმოში მცველს გვერდი კარგად აუარა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა, ვერ გაიტანა.
თბილისელების მორიგი იერიშის დროს, მასპინძელთა საჯარიმოში მყოფმა ოთარ კიტეიშვილმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ნადირაძემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, “დინამომ” კუთხური გაითამაშა და მარცხნიდან ლობჟანიძემ ჩააწოდა მოწინააღმდეგის კარის შორეულ ძელთან, სადაც მყოფმა სტეფან ბუკორაცმა პასი გიორგი ჩირგაძეს გაუკეთა, მაგრამ თბილისელს კილასონიამ არ დაარტყმევინა.
ამას კიტეიშვილის შეტევა მოჰყვა და მცველის მიერ მოგერიებული ბურთი პაპუნაშვილმა კარგი პოზიციიდან უზუსტოდ დაარტყა.
კახა გოგიჩაიშვილი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო, რასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, “დინამო”-“სამტრედია” საინტერესო ფინალი იქნება. ფაქტია, რომ თამაშებს თავადვე ვაგებთ. ახლაც ასეთი სულელური გოლი მივიღეთ. საგოლე მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. წინა თამაშშიც ასე იყო”.
კახა კაჭარავა (“ცხინვალის” მთავარი მწვრთნელი): “ძნელი იყო ფინალში გასვლა, რადგან პირველ თამაშში 0:2 დავმარცხდით. მომენტებიც ჩვენც გვქონდა და “დინამოსაც”. “დინამომ” სწორი სათამაშო ტაქტიკა აირჩია და ფინალში დამსახურებულად გავიდა. ბოლოს გავრისკეთ. ოთხ დღეში “დინამოსთან” ზედიზედ ორი თამაშის ჩატარება რთულია”.
ცხინვალი – დინამო (თბილისი) 1:0 (1:0)
28 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.
ცხინვალი: ნადირაძე (კ), ლექვთაძე (ცაცკრიალაშვილი, 79), მახარობლიძე, თარხნიშვილი, ქარდავა, ბაჩიაშვილი, ვარლამ კილასონია (კაჭკაჭიშვილი, 89), ივანიშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, ნიკა კაჭარავა (შინდაგორიძე, 73).
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე ფერეირა, თოთაძე (კ), შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ბუკორაცი, მანუელი (ჩირგაძე, 62), ჯიღაური (კიტეიშვილი, 73), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი, 90).
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი.
გოლები: 1:0 ივანიშვილი (38).
გაფრთხილება: შერგელაშვილი (13), კაჭარავა (26), რენე ფერეირა (26), ჰრდლიჩკა (90+3).
მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი მოიგო
ისე ამ ბოლო პერიოდში რამდენ გუნდს დაასახელებთ მეორე წრის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატში ამდენ მატცში ზედიზედ რომ გაიმარჯვა ,როგორც ბათუმის დინამომ. ბათუმის დინამომ 3 რომ დაიმსაცურა ეს ფაქტია
სიმარტლე გითხრათ არაფრის დაწერას არ ვაპირებდი,მაგრამ ზოგიერთის უაზრო პოლემიკა ძალიან მომხვდა, რაც თავი მახსოვს ბათუმის დინამოს ქომაგი ვარ ანუ 7 წლიდან 93 წლიდან, და ყოველთვის იყო ჯანსაღი კონკურენცია დინამოებს შორის და მათ გულშემატკივრებს შორის ,მაგრამ არა ისეთი როგორიც დღეს. სამწუხაროდ ძალიან ხშირად მსაჯებისაგან ვიჩაგრებოდით მაგრამ თასიც მოვიგეთ ვერცხლიც ,ბრინჯაოც და უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვითამაშეთ. და არა მხოლოდ ბათუმლები გულშემატკივრობდნენ ბათუმის დინამოს არამეთ სხვა საქარტველოს ქალაქებიც ,რადგან ეს ქართული ფეხბურთს ეხებოდა. აქ დაწერეს ბათუმს კონკუღნტად არ აღვიქვამო ამ ადამიანთან კითხვა მაქვს მაშ რატომ დამარცხდით?ბათუმის დინამოსთან .ძალიან კი მინდა რომ ჩემი ბათუმის დინამო ჩემპიონი გახდეს მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ძნელი იქნება მაგრამ შესასზლებელი. ასე რომ ყველამ თავის გუნდს უგულშემატკივროს და ნუ ავიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას დანარცენ თამაშებში რა მოხდება . მთავარია გვიყვარდეს ფეხბურთი რომელიც ალამაზებს ცხოვრებას. პ.ს.როცა ვიძახით გვიყვარს ფეხბურტი სამწუხაროდ 1 ლარის გაღება არ გვინდა ხშირად რათა სტადიონზე წავიდეთ და ვუგულშემატკივროთ საყვარელ გუნდს.წინ ქარტული ფეხბურთი წინ ბათუმის დინამო
ბანდა
drogba_ ბათუმი რა თავშია, ყველაფერი დილაზეა დამოკიდებული.მოიგოს თამაშები და ჩემპიონია.
ბათ დინამოს რო ამოტენის თბილისი მაშინ გიჭამია შენ
ნუ შენ თუარ აღიქვამ ეგ არაფერი კიდე 
დინამო ჩელე არენაზე ამოტენის ბათუმს მე დინამო თბილისის უფრო მეშინია ბათუმს კონკურენტად არ აღვიქვავ
2 მაის დამთავრდება გორის ოცნებები
დილას ქომაგობ?
კიი გორელი ვარ
მოუბრუნდი დილას? DDDDDDDDDDDDD
სამტრედიას თუ მოუგებს?
სამტრედიას აღარ დაჭირდება თასზეა გადართული
ჰოდა მაგას გეკითხები,თასზე ფინალში.
50-50 ზეა შანსი
არ ვიცი ძნელი სათქმელია
დილა 5 თამაშს მოიგებს რაც დარჩა ფორცა დილაა
1 ბათ დინამო
2 გორი
3 თბ დინამო
4 ცხინვალი
თასის გამარჯვებული სამტრედია იქნება
თასი დინამოს, ვერ მოიგებს?
დინამო 2 ზე გავა
სამტრედიასთან შეიძლება ვაფშე წააგოს თამაში ფრე კიარა.მარტვილთან 3 ქულას ვერ აიღებენ.ფოთთან ბრძოლა ექნებათ დიდი
ბათ დინამო მოიგებს საჩხერეში, თბ დინამოსთან იქნება საჩემპიონო თამაში 9 მაისს 
დაკარგავს გორი ქულებს
სამტრედიასთან და მარტვილთან 2ვე თამაშში დაკარგავს ეგ უეჭველი ვიცი .
დინამო გავიდეს ევროპაზე სჯობია, დილა და ბათუმი, დანარჩენმა მოემზადოს.
დინამომ ლეგიონერები გაუშვაო? ისევ გაუტენიათ გუნდი!
დინამომ მეორე ტაიმი კარგად ითამაშა
ივანიშვილმა შეაგდო
სააკაშვილმა რატო არ გახადა ანგარიში 2-0?
ისე ვიცოდი რო ფინალი სამრტედია დინამო იქნებოდა
ბევრი ვანგაობა ამას არ უნდა
ბათუმს სავარაუდოდ კიდევ გააძლიერებენ და ეგებ დილამ ბათუმმა ქნა რამე ევროპაზე და სამტრედიას ალბათ მაქსიმუმ ორ ეტაპს გაივლის..დინამოს იმედზე მეზობლის კატა იყოს
სამტრედიამ გაინაღდა ზნაჩიტ ევროპა გილოცავთ მის ფანებს
იემან ამამთ აკტობე გახევს ცემააში გაარღვევევნ და კდიე ერთ სიხრცხვილს ვცამთ (რწყევის ამაილი)
არ მიყვარს დინამო და მითუმეტეს არ ვგულშემატკივრობ მაგრამ ასეთ ცუდ დღეში ასეთი დიდი გუნდი მენანება...........
დინამოს დაცვის ცენტრი ცუდ დღეშია, ამ დროს კიდე ხუბუტია უგუნდოდაა..
სპარტაკიც კარგი გუნდია და ჩიხურაც, მე მგონი ეგენი მაინც ბოლომდე იბრძოლებენ 4 ადგილისთვის, რა იცი რა ხდება ფინალში
სამტრედიას ვბალელშიკობ ფინალში, კაი გუნდია და ცოდოა რომ არ გავიდეს უეფაზე.
მე მგონი ფინალი გორში არა?
სირცხვილი კია ისეთი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქალაქის გუნდი როგორიც რუსთავია ასეთ დღეში იყოს.
რა ფერის ფორმაც აცვია დინამოს ისეთ ფეხბურთს თამაშობს
ეხ რა დღეში ვართ... ესაა დინამო?!!
სიჭინავას და არველაძეებს თუ დაუმატებენ მეტალურგს იქნებ რაღაც შანსი მიეცეს დილასთან.
მადრიდისტა მეტალურგი უგებს დილას
ჩვენ იმედზე მთელი ბათუმი და რატომაც არა გელოდებით
10 ბურთს გვიტოვებთ თამაშის შემდეგ 
დროგბა ღადაობ? ჩემპიონი დილაა,აი თასს თუ ავახევთ დინამოს მაგრად გამიხარდება,სხვათა შორის დილას ჩემპიონობაც გამიხარდება მიგინეიშვილის სოსიაშვილის და ქუცურიეს გამო.
თასი ვიგულისხმე
სამტრედია 100% ჩემპიონია დინამო 3 ადგილზე გავა და ისე მოხვდება ევროპა ლიგაზე
თასის მფლობელი
სამტრედიაა ჩემპიონი