მილანის "ინტერი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისური "სანდერლენდის" 24 წლის ნახევარმცველის ჯეკ როდუელის შეძენას ეცდება. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. როდუელი "ნერაძურის" თავკაცის ყოფილი შეგირდია - ისინი ერთმანეთს "მანჩესტერ სიტიდან" იცნობენ. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
ჯეკ როდუელმა "შავი კატების" მაისურით პრემიერლიგაში წლეულს 20 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.