ფეხბურთი

17:48 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” და “ლივერპული” ნაინგოლანს აკვირდებიან

“რომას” ბელგიელმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს. ამ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

ნაინგოლანი “რომაში” 2014 წლიდან თამაშობს, მაგრამ მისი სატრანსფერო უფლებების 50% ყოფილ კლუბს, “კალიარის” ეკუთვნის. იტალიური პრესის ცნობით, დედაქალაქელები 26 წლის ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვას გეგმავენ, მაგრამ “ჯალოროსიმ” “კალიარის” მოთხოვნების დაკმაყოფილება ჯერ ვერ მოახერხა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაინგოლანთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას თვალს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” ადევნებენ. ისინი მზად არიან “კალიარის” სათანადო შეთავაზება გაუკეთონ, მაგრამ ინგლისელებს ტრანსფერზე “რომას” დათანხმებაც მოუწევთ.

0.119847