ფეხბურთი

17:39 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ “იუვენტუსთან” შეთანხმება უარყო

იტალიური “პალერმოს” ახალგაზრდა თავდამსხმელი პაულო დიბალა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან “იუვენტუსში” გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

21 წლის არგენტინელი შემტევი წარმატებულ სეზონს ატარებს. სერია A-ს 30 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა და არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. მათ შორის “ბარსელონა” და “იუვენტუსიც” არიან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიბალამ “იუვენტუსთან” წინასწარი შეთანხმება უკვე გააფორმა, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს უბრალო ჭორი იყო.

“იუვენტუსთან” არანაირი შეთანხმება არ მაქვს. ამ ეტაპზე “პალერმოსთან” კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემი საზრუნავი მისი ჩამთავრებაა.” – განაცხადა დიბალამ La Repubblica-სთან საუბრისას.

0.112949