იტალიის სერია A-ს ბინადარ "ნაპოლის" მომავალი სეზონიდან ცნობილი იტალიური კომპანია kappa შემოსავს. "კაპა" ნეაპოლური გუნდის ტექნიკური სპონსორი აურელიო დე ლაურენტისის კლუბში პრეზიდენტად მოსვლის საწყის ორ სეზონში იყო (2004-2006).
"კაპა" "ნაპოლის" სეზონში 8 მილიონ ევროს გადაუხდის და მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში "აძურას" ეკიპირებაზე იზრუნებს.
"ნაპოლის" აქამდე მეორე იტალიური ფირმა macron-ი აცმევდა.