ფრანგული პსჟ-ს მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფიმ Le Parisien-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი და ხავიერ პასტორე წასვლას არ აპირებენ და ისინი მომდევნო სეზონში პარიზელთა ღირსებას დაიცავენ.
კითხვაზე დარჩება თუ არა ლორან ბლანი მომდევნო სეზონშიც გუნდის თავკაცად, ნასერმა უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა”.
იბრაჰიმოვიჩის და პასტორეს მომავალზე ყატარელმა ბიზნესმენმა შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: “ზლატანის საქმე განსახილველადაც კი არ გვაქვს. იგი მომდევნო სეზონში ჩვენთან იქნება, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა. და იგივეს გამეორება შემიძლია პასტორეს და კავანის შესახებ”.
ევროპული მედია ბოლო დროს კავანის და პასტორეს რამდენიმე ევროპულ გუნდს უკავშირებს, ზლატანის მომავალს კი - აშშ-ს ჩემპიონატს.