კალათბურთი

15:56 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეგულარულში “ოლიმპმა” “ბათუმს” გადაუსწრო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა რეგულარული პირველობის ბოლო ტურის პირველ შეხვედრას სპორტკომპლექსმა “არენა 1” –მა უმასპინძლა, სადაც “ოლიმპი” “ბათუმს” დაუპირისპირდა. ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს თანაბარი 18-18 ქულა ჰქონდა და მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებდა. შეხვედრის გამარჯვებული რეგულარულ პირველობას მე-5 ადგილზე, ხოლო დამარცხებული მე-6 ადგილზე დაასრულებდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში “ოლიმპი” ლიდერობდა, რომელმაც დიდი ანგარიშით 98:69 დაამარცხა მეტოქე და რეგულარული პირველობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა “ბათუმის” ამერიკელმა ლეგიონერმა ბობ ჯეი იანგმა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანამემამულე და თანაგუნდელი, ცენტრალური თავდამსხმელი ქრისტოფერ ფელჩერი, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 19 მოხსნაა. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 23 ქულა უკანახაზელმა საბა ლობჟანიძემ მიითვალა. 22 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ლობჟანიძის თანაგუნდელი, უკრაინელი ლეგიონერი დენის ნოსკოვი.

“ოლიმპი” – “ბათუმი” 98:69 (28:22, 22:14, 15:19, 33:14)

1 დინამო 13 10 / 3 1048 / 932 23
2 ქუთაისი 13 10 / 3 1039 / 991 23
3 შსს აკადემია 13 9 / 4 1031 / 940 22
4 რუსთავი 13 8 / 5 1084 / 1040 21
5 ოლიმპი 14 6 / 8 1104 / 1125 20
6 ბათუმი 14 5 / 9 1068 / 1110 19
7 სოხუმი 13 3 / 10 1008 / 1106 16
8 მგზავრები-არმია 13 2 / 11 875 / 1013 15

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095296