თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ, რომელიც ამჟამად საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს წვრთნის, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ვეტერანები თბილისში მიიწვია.
ჩივაძეს 60 წელი 8 აპრილს შეუსრულდა, მაგრამ საზეიმო ღონისძიება 30 აპრილსაა დაგეგმილი, რომელზე მან ბაქოს “ნეფთჩის” ვეტერანები ისკანდერ ჯავადოვი და ოქტაი აბდულაევი დაპატიჟა.