ჭადრაკი

13:37 | 28.04.2015 | ნანახია 4097 - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა ტრიუმფი ჩინეთში

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც 18-28 აპრილს ჩინეთის ქალაქი ჩენგდუ მასპინძლობდა.

ქართველ მოჭადრაკეებს მხოლოდ მე-4 განთესვა გააჩნდათ და უკრაინას, რუსეთს და ჩინეთს ჩამორჩებოდნენ, თუმცა, თითქმის იდეალური შედეგი აჩვენეს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ რუსეთთან ფრედ (2:2) ითამაშა, შემდეგ კი ზედიზედ 8 (!) გამარჯვება იზეიმა.

აი, შედეგებიც: 4:0 – ეგვიპტესთან, 2.5:1.5 – პოლონეთთან, 3:1 – ყაზახეთთან, 2.5:1.5 – უკრაინასთან, 3:1 – აშშ-სთან, 2.5:1.5 – ინდოეთთან, 3:1 – სომხეთთან და 2.5:1.5 ჩინეთთან. შედეგად, 17 ქულა და ერთპიროვნული პირველი ადგილი.

დაუმარცხებლად განვლო ტურნირი რუსეთის ნაკრებმაც, თუმცა, მათ 5 მოგების ფონზე 3 ყაიმიც გამოერიათ და 15 ქულით მე-2 ადგილი დაიკავეს, ბრინჯაოს მედლები კი ჩინეთს (11) ერგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ჯოჯუა იყო, გუნდის ღირსებას კი ბელა ხოტენაშვილი (2513), ლელა ჯავახიშვილი (2481), მერი არაბიძე (2374), ნინო ბაციაშვილი (2473) და სალომე მელია (2459) იცავდნენ. ისიც ვთქვათ, რომ გუნდის ლიდერ ნანა ძაგნიძეს ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია, რაც წარმატებას კიდევ უფრო დასაფასებელს ხდის.

გამოსარჩევია ქართველთა შედეგები ცალკეულ დაფებზეც, სადაც ასევე ჩინებული შედეგები გვაქვს. პირველ დაფაზე პირველობა არავის დაუთმო ხოტენაშვილმა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 7.5 ქულა მოაგროვა, ხოლო მე-3 დაფაზე არაბიძემ იმარჯვა 7-დან 6.0 ქულით.

ცნობისთვის, ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მეხუთედ ჩატარდა და საქართველოს ნაკრებმა ასეთ შედეგს პირველად მიაღწია. აქამდე, ქართველი ქალბატონებისთვის საუკეთესო მაჩვენებელი 2011 წელს თურქულ მარდინში აღებული მე-3 ადგილი იყო, ახლა კი, ჩემპიონობის ჯერი დადგა.

ამ მხრივ, აშკარა ლიდერი ჩინეთია, რომელმაც ოქროს მედლები 3-ჯერ (2007, 2009 და 2011 წლები) მოიპოვა, 2013-ში კი პირველობა უკრაინას დარჩა. საინტერესოა, რომ პირველ ადგილზე გასვლას ვერაფრით ახერხებს რუსეთის უძლიერეს გუნდი, რომელმაც ვერცხლის მედლები უკვე მეოთხედ მოიპოვა.

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის. 18-28 აპრილი (ჩენგდუ), ჩინეთი

დასკვნითი ტური

ჩინეთი – საქართველო 1.5:2.5

ჟონგი ტანი (2487) – ბელა ხოტენაშვილი (2513) 0.5:0.5

მერი არაბიძე (2374) – შენ იანგი (2459) 1:0

ტინგიე ლეი (2444) – ნინო ბაციაშვილი (2473) 0.5:0.5

სალომე მელია (2459) – იიქსინ დინი (2434) 0.5:0.5

სომხეთი – ინდოეთი 1:3

რუსეთი – აშშ 3.5:0.5

ეგვიპტე – უკრაინა 0.5:3.5

პოლონეთი – ყაზახეთი 2:2

საბოლოო მდგომარეობა

  1. საქართველო – 17 ქულა
  2. რუსეთი – 15
  3. ჩინეთი – 11
  4. ინდოეთი – 10
  5. უკრაინა – 10
  6. ყაზახეთი - 9
  7. სომხეთი – 7
  8. პოლონეთი – 6
  9. აშშ – 5
  10. ეგვიპტე – 0

კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:59 | 29.04.2015
Kaxa Kiladze (23)

გილოცავთ და გიხაროდენ ქართველებო!!!

15:09 | 29.04.2015
Nightsong (217)

წარმატებები ქართველ მზეთუნახავებს ! ისე რა გამისწორდა ტო, ჩინელი ძმაკაცი მყავს და "我們是最棒的!" მივწერე DDD

19:53 | 29.04.2015
mikamika (1780)

我跟你说话

16:11 | 29.04.2015
BEERTRANCE (97819)

哦,是的,我们都

18:54 | 29.04.2015
ალექსანდრე (6188)

ჩვენი სალაპარაკო ენა არ გახადოთ ეხლა

20:29 | 29.04.2015
BEERTRANCE (97819)

ნუ გეშინია არა DDDDDDDDDDDDDD

13:42 | 29.04.2015
rigeli (1147)

გილოცავტ ქარტველო მარგალიტებო----გაიხარეტ

23:54 | 28.04.2015
davit-tg (768)

ბრავო!ქართველი გოგონების ტრიუმფი,ქართველი ქალის ინტელექტის,აზრის დამგონების ზეიმი.თქვენ გაგიმარჯოთ! ჩვენო ლამაზებო და ჭკვიანებო

23:43 | 28.04.2015
lelo2015 (613)

ჭკვიანები და ლამაზები.
მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ჭკვიანი ქალები ქართველები რომ არიან ეს კიდევ დაამტკიცეს.

ეს ტრადიციაა და გენის სიძლიერე რომელიც რამდენი მილიონიან ერს მილიარდებიან ერებთან გვერდით აყენებს.

მადლობა დიდი გაახარეთ ქვეყანა და გილოცავთ ამ წარმატებებს

23:20 | 28.04.2015
jikha (947)

ასეთი სიხარული კაი ხანია არ განმიცდია. გაიხარეთ გოგოებო, ძალიან ლამაზები ხართ!!!

22:53 | 28.04.2015
shalvinio (1505)

თქვენ გენაცვალეთ გოგოებო. დიდი ხნის ნანატრი ტიტული. თქვენ ასახელეთ ჩვენი სამშობლო. მადლობა ამ თავდადებისთვის.
მრავალჟამიერ!!!

22:45 | 28.04.2015
empoli (889)

ბრავისიმო გოგოებო

21:54 | 28.04.2015
a-k-a-i (5)

ეს ზეიმია ქართველი ქალის ჭკუის, გონების, აზროვნების, მიზანდასახულობის და გამჭრიახობის და ამას მსოფლიო არა ერთხელ დაინახავს! თქვენ გაიხარეთ ერის საამაყო შვილებო!

20:27 | 28.04.2015
JUPITER (1548)

დიდი მადლობა! თქვენ მთელ საქართველოს უყვარხართ ))))))))))

18:53 | 28.04.2015
მუხა-1955 (116)

გილოცავთ ყველას ჩვენი გოგონების ტრიუმფს!!! იქნებ ნავსი გატყდეს მსოფლიოს პირად პირველობაში..............კაცო მოჭადრაკეებო თუ არ შეგრცხვებათ გააგრძელეთ ძველებურად.

18:04 | 28.04.2015
Gela Chitidze (970)

ეს თამასა აღარ უნდა დაიწიოს ძირს. უყურადღებობით ამოდენა შედეგი არ მოვიდოდა. მაგრამ აწი მეტი და მეტი შრომა. ნონას და მაიას უნდა აჯობოთ, თქვენ გენაცვალეთ.

16:30 | 28.04.2015
BEERTRANCE (97819)

როგორ გაგვახარეს გოგონებმა, მართალია ჩინეთს იფანი არ ყავდა, მაგრამ ჩვენც გვქონდა დანაკლისი.
ნამდვილად გასახარია. და ისევე გაიხარონ გოგონებმა როგორც ჩვენ გაგვახარეს დღეს.
იმედია მალე ინდივიდუალურ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიმარჯვებთ

15:42 | 28.04.2015
gudu1985 (523)

გილოცავთ გოგონებო და იმედია ხალხი,ქვეყანა და ხელისუფალი ღირსეულად დააფასებს ამ თქვენს გმირობას!ბარაქალა თქვენს ქალობას!

15:16 | 28.04.2015
BEERTRANCE (97819)

როგორ გაგვახარეს გოგონებმა, მართალია ჩინეთს იფანი არ ყავდა, მაგრამ ჩვენც გვქონდა დანაკლისი.
ნამდვილად გასახარია. და ისევე გაიხარონ გოგონებმა როგორც ჩვენ გაგვახარეს დღეს.
იმედია მალე ინდივიდუალურ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიმარჯვებთ

15:37 | 28.04.2015
ukleba (17336)

იფანი და კარლსენი რო დაქორწინდნენ ნეტა შვილი ჭადრაკს ითამაშებს>? ? : : : D:

16:31 | 28.04.2015
BEERTRANCE (97819)

წარმოიდგინე შვილმა რო გამოუცხადოს ნარდი მინდაო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

15:11 | 28.04.2015
ალექსანდრე (6188)

მეტი რა ქნას პატარა საქართველომ, უკან მოიტოვა მსოფლიო გრანდები: 1.5 მილიარდიანი ჩინეთი, 1.2 მილიარდიანი ინდოეთი, 300 მლნ–იანი აშშ, 150 მლნ–იანი რუსეთი, 80 მლნ–იანი ეგვიპტე, 50 მლნ–იანი უკრაინა, 40 მლნ–იანი პოლონეთი, 20 მლნ–იანი ყაზახეთი.

09:04 | 29.04.2015
doubleza (2599)

სომხეთი რატომ არ ახსენე)). მცირე ერი ვართ მაგრამ ასეთი მოგებებით მაინც ვაჩნივართ დედამიწის რუქას. ამიტომაცაა ხოგს 50 მილიონი რომ ვგონივართ)) თქვენ გენაცვალეთ ლამაზო და ჭკვიანო ქართველო მოჭადრაკეებო, უფალი გფარავდეთ, გვეამაყებით.

11:51 | 29.04.2015
ალექსანდრე (6188)

სომხეთი ფორმალურად ჩვენზე პატარა ქვეყნად ითვლება და მაგიტომ, ისე მსოფლიო მასშტაბებით სომხები 3-4-ჯერ მაინც აღემატებიან ქართველებს რიცხობრივად. თუმცა თავის ქვეყანაში ცხოვრება ნაკლებად მოსწონთ.

15:37 | 28.04.2015
ukleba (17336)

ალექს მცირე შესწორება: !) 1,85 მილიარდიანი ჩინეთი, 1,4 მილიარდიანი ინდოეთი, 300 მლნ აშშ,. 170 მლნ რუსეთი (ჩIნელების ხარჯზე), 105 მლნ ეგვიპტე, 55 მლნ უკრაინა= ბნოლო ორი არ ვიცი ზუსტად : D::

19:26 | 28.04.2015
ალექსანდრე (6188)

ხო მიგრაციების ხარჯზე ცვლილებები გარდაუვალია

15:43 | 28.04.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ოფიცილურად ჩინეთი 1მრ. 367მლ. არაოფიცილურედ ალბათ 1მრ. 400 მილიონამდე.

16:31 | 28.04.2015
BEERTRANCE (97819)

მეტია მეტი |DDDDDDDD

15:45 | 28.04.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

აშშ 320 მილიონი.

15:10 | 28.04.2015
ogafa (10220)

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონი ჭადრაკში

14:49 | 28.04.2015
mikamika (1780)

ამათ ახლა თითოს უნდა მისცენ მინიმუმ 100-100 ათასი ლარი.
ალალია ამათზე!

14:46 | 28.04.2015
besik (497)

ყველაზე პატარა ქვეყანა ვართ მონაწილეებს შორის, მაგრამ ჩემპიონები გავხდით!!! რუსეთი და უკრაინა და ინდოეთი უკან ჩამოვიტოვეთ

14:32 | 28.04.2015
federer (17) (15576)

გილოცავთ გოგონებოოო
ასეთ წარმატებას ვერც წარმოვიდგენდიიიი

13:59 | 28.04.2015
ukleba (17336)

ბრავოო გილოავთ გილოცავთ. ეს ნამდვილად მაგარი რამეა და ძალიან დასაფასებელი შედეგია. ვულოცავ ყველას

13:57 | 28.04.2015
mikamika (1780)

ამათ ახლა თითოს უნდა მისცენ მინიმუმ 100-100 ათასი ლარი.
ალალია ამათზე!

13:56 | 28.04.2015
ალექსანდრე (6188)

გილოცაააააააავთ

13:48 | 28.04.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ყოჩაღ ყოჩაღებო!

13:47 | 28.04.2015
kutaiseli7 (1475)

გენაცვალეGთ გოგონებო იმედია სახელმწიფო სოლიდური პრემიებით დაგაჯილდოვებთ გილოვავთ მიყვარხართ ყველანი

0.150833