ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბოლოსწინა მერვე ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევდა შეხვედრები სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი უკრაინისა და ჩინეთის მონაწილეობით, რომლებსაც 11-11 ქულა ჰქონდათ და მესამე-მეშვიდე ადგილებზე მყოფ გუნდებს 4-4 ქულით უსწრებდნენ.
უკრაინამ უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ აშშ-თან 1.5:2.5 წააგო, ხოლო ჩინეთმა დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 მოუგო კუბას და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ბოლო, მეცხრე ტურში ჩინეთს რომლის მეტოქეც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ვიშვანათან ანანდის გარეშე მოასპარეზე ინდოეთია, პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც ყოფნის. ჩინელები წაგების შემთხვევაშიც კი შეიძლება გახდნენ ჩემპიონები. ამ შემთხვევაში ჩინელთა ჩემპიონობა უნგრეთ-უკრაინის შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
გულშემატკივრები ალბათ შეამჩნევდით, რომ საოცრად არასტაბილურად თამაშობს კუბა. 4 ტურის შემდეგ თავისუფლების კუნძულის წარმომადგენლებმა 8 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვეს და ასპარეზობას ერთპიროვნულად ლიდერობდნენ. ამის შემდეგ დაეწყოთ ჩავარდნა, ზედიზედ 4 შეხვედრა წააგეს და ჩემპიონატის აუტსაიდერთა შორის მოექცნენ.
მე-8 ტურის ტექნიკური შედეგები
ინდოეთი – სომხეთი 1.5:2.5
ეგვიპტე – რუსეთი 0.5:3.5
ისრაელი – უნგრეთი 2:2
უკრაინა – აშშ 1.5:2.5
კუბა – ჩინეთი 1:3
მე-9 ტურის შეხვედრათა განრიგი
28 აპრილი
ჩინეთი – ინდოეთი
უნგრეთი – უკრაინა
აშშ – კუბა
რუსეთი – Iსრაელი
სომხეთი – ეგვიპტე
სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ
1 ჩინეთი 13 ქულა
2 უკრაინა 11
3 სომხეთი 9
4-7 ისრაელი, აშშ, უნგრეთი, რუსეთი 8-8
8-9 ინდოეთი, კუბა 7-7
10 ეგვიპტე 1