ფეხბურთი

22:23 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორიამ” ედერი დაკარგა

გენუის “სამპდორიას” სეზონის დარჩენილი ნაწილის ჩატარება გუნდის ლიდერის, ბრაზილიელი ედერის გარეშე მოუწევს, რომელიც კვირას “ნაპოლისთან” (2:4) მატჩისას დაშავდა და როგორც შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, ფეხბურთელის დაზიანება სერიოზულია და მას მარცხენა ფეხზე შექმნილი პრობლემის გამო მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ ვიხილავთ.

28 წლის თავდამსხმელმა, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს, წლეულს 30 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, იგი ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებშიც ჰყავდა მიწვეული და ბულგარეთთან მატჩში თავის გამოჩენაც მოახერხა.

0.114067