27 აპრილს ჩენგდუში გამართულ ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა ოფიციალურ კონტრაქტს ფიდესა და საქართველოს შორის - 2017 წლის მსოფლიო თასისა და 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ორგანიზებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო ხელმოწერაში მონაწილეობდნენ: ფიდეს მხრიდან, პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, საქართველოს მხრიდან 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.