“ნეა სალამინას” ნახევარმცველ შოთა გრიგალაშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.
კვიპროსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 28 წლის ქართველ ნახევარმცველს ვარჯიშზე ტრავმირებული ფეხი გაუმიზეზდა და ამ სეზონში მოედანზე ვერ გავა.
გრიგალაშვილი “ნეა სალამინაში” ზამთარში “ომონიადან” გადავიდა და ახნას “ეთნიკოსთან” სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. თუმცა, ამავე შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მოედანზე არ გასულა. მან ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა, მაგრამ ისევ დაშავდა.
გრიგალაშვილთან ერთად “ნეა სალამინაში” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი პაპავა გამოდის.