ჩოგბურთი

11:52 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვისბადენსა და შარმ ელ შეიხში

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კვლავ სოფო შაფათავას გააჩნია. მას 186 ქულა აქვს და 242-ე ადგილზე რჩება.

სულ, კლასიფიკაციაში 8 ქართველი გოგონაა: 242 (242). სოფო შაფათავა – 186 ქულა; 327 (330). ეკატერინე გორგოძე – 110; 393 (399). სოფო ქვაცაბაია – 81; 561 (563). მარიამ ბოლქვაძე – 38; 565 (566). ოქსანა კალაშნიკოვა – 37; 876 (550). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 13; 1107 (1109). თამარ კუტუბიძე – 5; 1200 (1200). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში შაფათავა გერმანიის ქალაქ ვისბადენში იმყოფება, სადაც 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხში სტარტი აიღო 10-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობას თამარ ჭალაგანიძე მიიღებს.

0.119389