კალათბურთი

11:46 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კლიპერსმა” ანგარიში გაათანაბრა, “კლივლენდი” და “ვაშინგტონი” ნახევარფინალში გავიდნენ (+VIDEO)

“ბოსტონმა” შინ “კავალიერსთან” მეოთხე მატჩი 93:101 წააგო. “კლივლენდში” ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი შესძინა. დევიდ ბლატის შეგირდებმა სერია მშრალზე 4:0 მოიგეს. მათი მეტოქე აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “ჩიკაგო”- “მილუოკის” წყვილში გამარჯვებული იქნება.

“სან ანტონიო” საკუთარ დარბაზში “კლიპერსს” დაუპირისპირდა და ვერც ერთი პერიოდის მოგება მოახერხა. საბოლოოდ კი, ლოს ანჯელესურმა კლუბმა 114:105 იმარჯვა და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა კრის პოლმა ჩააგდო. საუცხოოდ ითამაშა ბლეიკ გრიფინმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა (20 ქ. 19 მ. 7 პ.). სერიის მეხუთე მატჩი ტეხასში 1 მაისს გაიმართება.

“ვაშინგტონმა” “ტორონტოს” მეოთხე შეხვედრაც მოუგო 125:94 და კონფერენციის ნახევარფინაში გავიდა, სადაც “ატლანტა” - “ბრუკლინის” წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ტეხასურ დერბიში “დალასმა” “ჰიუსტონი” 121:109 დაამარცხა. მატჩი გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მავერიკსმა” 36:19 მოიგო. გუნდს მონტა ელისმა 31 ქულით ულიდერა. “ჰიუსტონში” 24 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. სერიის მეხუთე მატჩი 29 აპრილს ჰიუსტონში გაიმართება.

“ბოსტონ სელტიკსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 93:101 (19:29, 17:28, 25:13, 32:31)

“ბოსტონი”: ტომასი (21 ქ. 9 პ.), სალინჯერი (21 ქ. 11 მ.), ბრედლი (16 ქ.), სმარტი (11 ქ. 6 მ.), ზელერი (8 ქ.), კრაუდერი (7 ქ.), ბასი (4 ქ.), დატომე (2 ქ.), თარნერი (2 ქ.), ოლინიკი (1 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (27 ქ. 10 მ. 8 პ.), ირვინგი (24 ქ. 11 მ.), შამპერტი (15 ქ. 10 მ.), მოზგოვი (12 ქ. 11 მ.), სმიტი (8 ქ.), ტომპსონი (5 ქ.), დელავედოვა (3 ქ.), პერკინსი (3 ქ.), ლავი (2 ქ.), ჯონსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=6eJnwPsA35o

სერია “კლივლენდმა” 4:0 მოიგო

“სან ანტონიო სპურსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 105:114 (25:25, 22:26, 29:30, 29:33)

“სან ანტონიო”: ლეონარდი (26 ქ. 7 მ. 5 პ.), დანკანი (22 ქ. 14 მ.), პარკერი (18 ქ.), მაილსი (14 ქ.), დიაო (10 ქ.), ჯინობილი (10 ქ.), ბელინელი (3 ქ.), ჯოზეფი (2 ქ.)

“კლიპერსი”: პოლი (34 ქ. 7 პ.), გრიფინი (20 ქ. 19 მ. 7 პ.), რედიკი (17 ქ.), რივერსი (16 ქ.), კროუფორდი (15 ქ.), ჯორდანი (6 ქ. 14 მ.), ბარნსი (4 ქ.), დევისი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=nH4T_7ei1S0

სერიაში ანგარიში 2:2

“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ტორონტო რეპტორსი” 125:94 (36:22, 30:28, 36:20, 23:24)

“ვაშინგტონი”: ბილი (23 ქ. 5 პ.), გორტატი (21 ქ. 11 მ.), უოლი (14 ქ.), პირსი (14 ქ.), გუდენი (13 ქ.), ნენე (10 ქ.), პორტერი (7 ქ. 7 მ.), სერაფინი (4 ქ.), უებსტერი (2 ქ.), ჰამფრიზი (2 ქ.)

“ტორონტო”: ლოური (21 ქ. 8 მ.), ვალანჩუნასი (16 ქ. 9 მ.), უილიამსი (14 ქ.), დეროზანი (14 ქ.), ვასკესი (11 ქ.), პატერსონი (6 ქ.), სტიემსმა (5 ქ.), ჯონსონი (4 ქ.), როსი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=GvN_jdCYuLM

სერია “ვაშინგტონმა” 4:0 მოიგო

“დალას მავერიკსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 121:109 (25:34, 36:19, 33:22, 27:34)

“დალასი”: ელისი (31 ქ. 6 მ.), ბარეა (17 ქ. 13 პ.), ამინუ (16 ქ. 12 მ.), ნოვიცკი (16 ქ. 8 მ.), სტაუდემაიერი (12 ქ.), ჩენდლერი (10 ქ. 14 მ.), ვილანუევა (8 ქ.), ჯეფერსონი (5 ქ.), ჰარისი (4 ქ.), ფელტონი (2 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (24 ქ. 5 მ. 5 პ.), სმიტი (23 ქ. 6 მ.), ბრიუვერი (22 ქ.), ჯონსი (13 ქ.), ჰოვარდი (13 ქ. 7 მ.), არიზა (7 ქ.), კაპელა (4 ქ.), ტერი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=bSrM2436KE0

სერიაში ანგარიში 1:3

0.114783