დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, რომელიც ქალთა ანალოგიური პირველობის პარალელურად მიმდინარეობს.
მე-7 ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი უკრაინა და ჩინეთი დაუპირისპირდნენ. უაღრესად დაძაბული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ამ შედეგის შემდეგ, აღნიშნულმა გუნდებმა თავიანთ მარაგს თითო-თითო ქულა შემატეს და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს, რადგან მესამე-მეოთხე ადგილებზე მყოფი ისრაელი და კუბა ისევ დამარცხდნენ. მათგან კუბამ ზედიზედ მეორედ წააგო.
რაც შეეხება ჩემპიონატის რეიტინგ-ფავორიტ რუსეთის ნაკრებს, ზედიზედ 2 მოგების შემდეგ მე-7 ტურში სომხეთთან 1.5:2.5 დამარცხდა, ისევ აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდა და ჩემპიონობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.
მე-7 ტურის ტექნიკური შედეგები
ჩინეთი – უკრაინა 2:2
კუბა – ინდოეთი 1.5:2.5
აშშ – ისრაელი 2.5:1.5
უნგრეთი – ეგვიპტე 2.5:1.5
რუსეთი – სომხეთი 1.5:2.5
მე-8 ტურის შეხვედრათა განრიგი
უკრაინა – აშშ
ინდოეთი – სომხეთი
ეგვიპტე – რუსეთი
ისრაელი – უნგრეთი
კუბა – ჩინეთი
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
I - II უკრაინა, ჩინეთი 11-11 ქულა
III –VII კუბა, ისრაელი, ინდოეთი, სომხეთი, უნგრეთი 7-7
VIII – IX აშშ, რუსეთი 6-6
X ეგვიპტე 1