ფეხბურთი

10:07 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

აზარი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კეინი აღიარეს

ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი პრემიერლიგის 2014/2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი კი, ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელს ჰარი კეინს ერგო.

დასახელდა ასევე სეზონის საუკეთესო სიმბოლური გუნდი, რომელშიც ყველაზე მეტი, ექვსი მოთამაშე ლონდონის “ჩელსიდან” მოხვდა.

პრემიერლიგის 2014/2015 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე:
დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”);
მცველები: გარი კეჰილი, ჯონ ტერი, ბრანისლავ ივანოვიჩი (სამივე “ჩელსი”), რაიან ბერტრანი (“საუთჰემპტონი”);
ნახევარმცველები: ნემანია მატიჩი, ედენ აზარი (ორივე “ჩელსი”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”), ალექსის სანჩესი (“არსენალი”);
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), დიეგო კოშტა (“ჩელსი”).

0.119807