ფეხბურთი

2:29 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სხვაობა კვლავ ორი ქულაა

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის შემდეგ ლიდერებს შორის სხვაობა კვლავ ორი ქულაა. შაბათს კატალონიურ დერბიში “ბარსელონამ” იოლად იმარჯვა, ხოლო გუშინ “რეალმა” ვიგოში დაამარცხა ადგილობრივი “სელტა”.

“ესტადიო ბალაიდოსზე” გამართული შეხვედრა ძალიან კარგი სანახავი გახლდათ და მაყურებელმა ბევრ გოლთან ერთად, ლამაზი და გახსნილი თამაში იხილა. მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-9 წუთზე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ნოლიტომ ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლს “რეალი” არ დაუბნევია და მასპინძელთა ზეიმმა მხოლოდ 7 წუთს გასტანა. მე-16 წუთზე სანტი მინამ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან უხერხულად მოიგერია, რომელსაც ტონი კროოსი დახვდა და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. რვა წუთში ხამეს როდრიგესმა და ხავიერ ერნანდესმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც მექსიკელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. გალისიელებს ყურების არ ჩამოუყრიათ და სანტი მინამ ოთხ წუთში გათანაბრება მოახერხა. სტურებმა პირველ ნახევარში წინ გასვლა მაინც მოახერხეს, 43-ე წუთზე კრონ-დელიმ მოედნის ცენტრთან დაკარგა ბურთი, რასაც მასპინძელთა სწრაფი შეტევა და ხამეს როდრიგესის გოლი მოჰყვა.

“სელტამ” მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და რამდენიმე ნახევარმომენტს, ძალიან საკამათო ეპიზოდი მოჰყვა – ტონი კროოსმა საკუთარ საჯარიმოში ორელიანა წააქცია, რაზეც გალისიელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა პერეს მონტერომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. შეხვედრის ბედი 69-ე წუთზე გადაწყდა, სერხიო რამოსის ჩინებული გადაცემა ხავიერ ერნანდესმა გამოიყენა და დუბლი შეასრულა – 2:4. აღსანიშნავია, შეხვედრის ბოლოს სერხიო რამოსისა და დანი კარვახალის ყვითელი ბარათები. ორივე მოთამაშემ უწყინარ სიტუაციაში მიიღო გაფრთხილება და შემდეგ მატჩს გამოტოვებენ. შესაძლოა, ეს მათ ინტერესშიც შედიოდა, რადგან “რეალის” მომდევნო მეტოქე სუსტი “ალმერიაა”, ხოლო შემდეგ “სევილიასთან” და “ვალენსიასთან” გასამართი დაპირისპირებები მოდის.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა “სევილიამ” შინ “რაიო ვალეკანო” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. შეხვედრის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა, მე-16 წუთზე “დალაქები” ვისენტე იბორამ დააწინაურა, ხოლო 43-ე წუთზე კარისომ აიღო ტონიო კარი – 2:0. “სევილია” მე-4 ადგილზე გადავიდა, თუმცა “ვალენსია” დღეს მე-19 ადგილოსან “გრანადას” უმასპინძლებს და უდიდესი ალბათობით კვლავ 2 ქულით ჩამოიტოვებს ანდალუსიურ კლუბს.

ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “დეპორტივომ” ორიოლ რიერას გოლის წყალობით “მალაგასთან” არ წააგო და “ლა როსალედადან” ქულის წამოღება მოახერხა, თუმცა ლა კორუნიელთათვის ეს ტური მაინც ძალიან ცუდი აღმოჩნდა, რადგან “ალმერიამ” შინ “ეიბარი” დაამარცხა და “დეპორი” გასავარდნ ზონაში დაეშვა.

მალაგა – დეპორტივო 1:1 (0:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ს.სანჩესი, როსალესი, ბოკა, დარდერი (გერა 79), რესიო, სამუელი (ჰორტა 73), კასტილიეხო (დუდა 64), ამრაბატი, ხუანმი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

დეპორტივო (4-3-1-2): ფაბრი, ინსუა, ლოპო, ხუანფრანი, ლუისინიო, ხ.დომინგესი, ბორგესი, ბერგენტინოსი, ლ.პერესი, კავალეირო (სალომაო 77), რიერა (პოშტიგა 81).
მწვრთნელი: სერხიო სანჩესი

გოლები: 1:0 ამრაბატი (47), 1:1 რიერა (60).
გაფრთხილებები: ველიგტონი, ამრაბატი, ს.სანჩესი, ბოკა, ხუანმი – ინსუა
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 9(7)-17(4), ჯარიმა: 6-10, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-4

ალმერია – ეიბარი 2:0 (1:0)

ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, ხ.ნავარო, კასადო, ვერზა (კორონა 85), ტეიე, ბიფოუმა (მანე 89), ესპინოსა, ზონგო, ჰემედი (ვ.სილვა 66).
მწვრთნელი: სერხი ბერხუანი

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, კასტელიანო, ეკიზა, ვილა, ბოვედა, დ.ბოატენგი, ბორხა, აბრაჰამი (ლეკიჩი 59), არუაბარენა (პიოვაკარი 59), დელ მორალი, ბერხონი (ლარა 80).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0 ბიფოუმა (8), 2:0 ვერზა (68 პენ.).
გაფრთხილებები: კასადო, ბიფოუმა, ესპინოსა, ვ.სილვა – აბრაჰამი, დ.ბოატენგი, ლეკიჩი
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 9(3)-8(5), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-1

სევილია – რაიო ვალეკანო 2:0 (2:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, პარეხა, ფიგეირაში, ტრემულინასი, ბანეგა (დეულოფეუ 62), კრიშოვიაკი, იბორა, რეიესი (ასპასი 77), დ.სუარესი, გამეირო (ბაკა 69).
მწვრთნელი: უნაი ემერი

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ამაია (მორსილიო 14), ბა, ქუინი, ე.ინსუა, ბაენა, ტრაშორასი, პოზუელო (მიკუ 83), აკინო (ემბარბა 70), კაკუტა, მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0 იბორა (16), 2:0 კარისო (43).
გაფრთხილებები: მორსილიო, ე.ინსუა
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 12(7)-22(3), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 6-3, სეივი: 3-5

სელტა – რეალი 2:4 (2:3)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტალი, კაბრალი, მალიო, ხონი, ორელიანა (ბონგონდა 70), კრონ-დელი, ა.ფერნანდესი, მინა (პ.ერნანდესი 75), ნოლიტო, ლარივეი (ჩარლესი 73).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

რეალი (4-4-2): კასილასი, რამოსი, ვარანე, მარსელო, კარვახალი, ილარამენდი, კროოსი, ისკო (ხესე 82), ხამესი (არბელოა 85), რონალდუ, ხ.ერნანდესი (პეპე 74).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 ნოლიტო (9), 1:1 კროოსი (16), 1:2;2:4 ხ.ერნანდესი (24;69), 2:2 მინა (28), 2:3 ხამესი (43).
გაფრთხილებები: ორელიანა, ხონი, კრონ-დელი – რამოსი, კარვახალი
მსაჯი: პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 20(4)-10(7), ჯარიმა: 17-6, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-4, სეივი: 3-2

თეგებილა ლიგა
0.181407