ჭადრაკი

22:46 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაშიმოვის მემორიალი კარლსენმა მოიგო

დასრულდა ვუგარ გაშიმოვის სახელობის დიდი საჭადრაკო მემორიალი, რომელსაც აზერბაიჯანის ქალაქი შამქორი მასპინძლობდა. ტურნირში მსოფლიოს 10 წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ბოლო ტურში პირველ ადგილზე გასვლის შანსს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 6 ქულა) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 5.5 ქულა) ინარჩუნებდნენ. კარლსენის მეტოქე მამედოვი (აზერბაიჯანი), ხოლო ანანდის - იტალიელი კარუანა იყო. კარლსენმა შეძლო მამედოვის დამარცხება და პირველ ადგილზე გავიდა. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. ამრიგად, 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი კარლსენმა დაიკავა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდ. მან რომელმაც მეორე ადგილზე გასულ ანანდს 1 ქულით გაასწრო.

გთავაზობთ ბოლო ტურის ტექნიკურ შედეგებს

კარლსენი (ნორვეგია) - მამედოვი (აზერბაიჯანი) 1-0

კარუანა (იტალია) - ანანდი (ინდოეთი) 0.5-0.5

ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - სო (აშშ) 0.5-0.5

გირი (ჰოლანდია) - კრამნიკი (რუსეთი) 0.5-0.5

მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - ადამსი (ინგლისი) 0.5-0.5

საბოლოო მდგომარეობა

I კარლსენი 7 ქულა

II ანანდი 6

III კარუანა 5

IV სო 5

V მამედიაროვი 4

VI კრამნიკი 4

VII მამედოვი 3.5

VIII ადამსი 3.5

IX ვაშიე-ლაგრავი 3.5

X გირი 3.5

0.128154