ფეხბურთი

22:18 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

„დილა“ ისევ პირველია, „ცხინვალი“ წინსვლას განაგრძობს

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის სენსაცია “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე მოხდა, სადაც ”ცხინვალმა” თბილისის “დინამოს” 4:1 მოუგო... მართალია, დღეს “დინამოც”ახალგაზრდული გუნდია და თავისთავად “ცხინვალთან” წაგება მოულოდნელობა არ იქნებოდა, მაგრამ ანგარიში? თან მაშინ, როცა საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი დრო დადგა და ყოველ ქულას მართლაც ოქროს ფასი დაედო.

“თავიდან კარგად ვირჯებოდით და ანგარიშშიც დავწინაურდით, მერე კი დაცვაში უხეშიშეცდომები დავუშვით და შედეგიც სახეზეა,” - თქვა მერე დინამოელთა დამრიგებელმა, კახი გოგიჩაიშვილმა. მისმა სეხნია კაჭარავამ კი მართლაც საინტერესო გუნდი შექმნა. სეზონის დასაწყისში ცხინვალელთა ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენა იყო, ახლა კი გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის და შესაძლოა, მიზანსაც მიაღწიოს. ყოველ შემთხვევაში, მოტივაცია ნამდვილად არ აკლიათ და მცირე ჩავარდნის შემდეგ, ისევ გამოასწორეს თამაში. ეს ცხინვალელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ ჩემპიონატში. ამ სამ შეხვედრაში კაჭარავს შეგირდებმა ათი გოლი გაიტანეს, რომელთაგან ნახევარი მწვრთნელის შვილის, ნიკას ანგარიშზეა - “გურიასთან” და “ჩიხურასთან” დუბლი მიითვალა, “დინამოსთან” კი მისმა გოლმა შეხვედრაში გარდატეხა მოახდინა. ნიკა მართლაც გუნდის ლიდერად ყალიბდება და თუ მსაჯებთან კამათს თავს დაანებებს, დისკვალიფიკაციის გამო ნაკლებ მატჩს გამოტოვებს და ეგებ ბომბარდირებსაც დაეწიოს.

სხვა მხრივ, “ცხინვალმა” “დინამოსთან” პირველ წრეში 1:6-ის შემდეგ რევანში აიღო. ძალიან საინტერესო იქნება ამ გუნდების შეხვედრა შუა კვირაში. სამშაბათს “ცხინვალი” “დინამოს” ქვეყნის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში უმასპინძლებს. პირველი თბილისელებს 2:0 აქვთ მოგებული.

ლიდერი ისევ დილაა. გორელებმა შინ “შუქურა” 5:2 გაანადგურეს და პირველ ადგილზე მყარად დადგნენ. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში აკონტოლებდნენ მინდორზე ვითარებას და დამსახურებულად მოიგეს. ახლა ისინი სამი ქულით უსწრებენ უშუალო კონკურენტ ბათუმის “დინამოს”, რომელმაც შაბათს ქობულეთში გიორგი ბერიაშვილის დუბლით “გურიას” 2:1 მოუგო. Gორელებიდან დუბლი მიხაილ გორელიშვილმა და ირაკლი მოდებაძემ მიითვალეს. მოდებაძისთვის ეს ჩემპიონატში გატანილი მე-11 და მე-12 გოლები გამოდგა. ის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

”ტორპედომ” ქუთაისში “ჩიხურას” უმასპინძლა და 1:2 წააგო. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე ექს-ზესტაფონელმა, მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა. ეს ქუთათურთა პირველი მარცხი იყო 1 მარტის შემდეგ.

“სამტრედიამ” ზუგდიდიში დაკარგა ქულები. “კოლხეთმა” კი ნახევრადდაშლილ “მეტალურგს” 3:0 მოუგო. ეს რუსთაველთა ზედიზედ მეექვსე მარცხია ჩემპიონატში.

25- ტური

24 აპრილი

ცხინვალიდინამო (თბილისი) 4:1 (1:1)

0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90)

ზუდგიდისამტრედია 1:1 (0:0)

0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78)

დილა (გორი) – შუქურა (ქობულეთი) 5:2 (3:1)

1:0 მიხაილ გორელიშვილი (9), 2:0 გიორგი ერისთავი (24), 3:0 ირაკლი მოდებაძე (40), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:1 მიხაილ გორელიშვილი (59), 4:2 თორნიკე თუხარელი (61), 5:2 ირაკლი მოდებაძე (75)

კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (1:0)

1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგნაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (2:0)

1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45)

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:2 (0:0)

0:1 დავით ოდიკაძე (52), 1:1 გურამ ადამაძე (67), 1:2 მიხეილ სარდალიშვილი (90)

25 აპრილი

დინამო (ბათუმი) – გურია (ლანჩხუთი) 2:1 (2:0)

1:0, 2:0 გიორგი ბერიაშვილი (16,36), 2:1 ჯემალ გოგიაშვილი (82)

მერანი (მარტვილი) –ზესტაფონი

არ ჩატარდა. “მერანს” ჩაეთვალა 3:0 ტექნიკური მოგება

26-ე ტური

1 მაისი: გურია – ზუგდიდი, შუქურა – მერანი

2 მაისი: სამტრედია – კოლხეთი, მეტალურგი – დილა,სიონი – ცხინვალი, დინამო (თბ) – ტორპედო, ჩიხურა – დინამო (ბთ), ვიტ ჯორჯია (ისვენებს)

გუნდი

გგ

გმ

+/-

დილა

25

15

6

4

42

20

22

51

დინამო ბთ

25

15

3

7

33

22

11

48

დინამო თბ

25

14

5

6

41

24

17

47

ცხინვალი

25

13

3

9

32

31

1

42

სამტრედია

25

12

5

8

33

22

11

41

ჩიხურა

25

11

6

8

34

29

5

39

შუქურა

25

9

7

9

31

32

-1

34

ტორპედო

25

8

10

7

32

27

5

34

გურია

25

8

8

9

25

35

-10

32

კოლხეთი ფ

25

8

8

9

26

27

-1

32

ზუგდიდი

25

7

8

10

19

29

-10

29

მერანი

25

7

8

10

20

24

-4

29

ზესტაფონი

25

6

8

11

40

46

-6

26

მეტალურგი

25

6

6

13

22

33

-11

24

სიონი

25

6

5

14

22

38

-16

23

ვიტ-ჯორჯია

25

5

4

16

23

36

-13

19

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.114089