მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მორიგო მატჩი ჩაატარა და სარატოვის “ავტოდორთან” მოულოდნელი მარცხი განიცადა – 104:107. საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ, მოსკოველები 12 ქულით იგებდნენ, თუმცა, დასკვნით ათწუთეულში 23:38 განადგურდნენ.
ქართველი კალათბურთელი ცსკა-ს სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 21:39 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუმ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთაგან საუკეთესო ანდრეი კირილენკო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (18 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, სარატოველთა ამერიკელმა ლეგიონერმა კორტნი ფორტსონმა კი 31 ქულა და 9 პასი მოაგროვა და თამაშის გმირიც გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვჭირდება მანუ, იმედია სექტემბრისთვის ფორმის პიკში იქნება.
მანუ ნელ ნელა უბრუნდება ოპტიმალურ ფორმას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის.