რამდენიმე დღის წინ “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ ლონდონურ დერბიში, “არსენალის” წინააღმდეგ, შესაძლოა, დიეგო კოშტას ეთამაშა.
მაგრამ, როგორც Football Insider იუწყება, კლუბის ექიმებმა კოშტას მწყობრში ჩაყენება ვერ მოახერხეს და დღეს ფორვარდი “არსენალის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. კოშტას ბარძაყის ტრავმა აწუხებს.
დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, პრემიერიგის 34-ე ტურის მატჩში “არსენალი” შინ “ჩელსის” დაუპირისპირდება.