ფეხბურთი

14:49 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი გერმანიის თასს უმიზნებს

“დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შინ “აინტრახტის” დამარცხების (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა სეზონის მთავარი პრობლემა გადაჭრა - დაქვეითება აღარ ემუქრება და ახლა შეუძლია გერმანიის თასისა და ევროპა ლიგის საგზურისთვის გაიბრძოლოს.

“პრობლემები გადაწყვეტილია, ახლა კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით და ვიმედოვნებ, ევროპის ლიგაზე გამსვლელ ადგილსაც მოვიპოვებთ. გერმანიის თასზე “ბაიერნს” ვეთამაშებით და გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს.” – განაცხადა კლოპმა.

“დორტმუნდი” ბუნდესლიგის 30-ე ტურში “აინტრახტი” დაამარცხა და მე-8 ადგილზეა 39 ქულით. ევროპის ლიგაზე გამსვლელ ზონას “ბორუსია” 3 ქულით ჩამორჩება. გერმანიის თასზე კლოპის შეგირდები ნახევარფინალში მიუნხენელებს დაუპირისპირდებიან. “დორტმუნდი” ევროპის ლიგის საგზურს გერმანიის თასის მოგების შემთხვევაშიც მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113857