ინგლისური მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ქუინსი პრომესი “საუთჰემპტონის” ინტერესის სფეროში მოექცა. ფეხბურთელის გადაბირება მწვრთნელ რონალდ კუმანს სურს.
ჯერჯერობით უცნობია, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “წმინდანები” მოსკოველებს ფეხბურთელის სანაცვლოდ რამდენს შესთავაზებენ.
პრომესი რუსეთის გრანდში გასული წლის ზაფხულში “ტვენტედან” გადავიდა. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქუინსიმ 22 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდიელის სატრანსფერო ღირებულება კი 3 მილიონით გაიზარდა და ამჟამად მისი გადაბირება 9.5 მილიონ ევროს სანაცვლოდაა შესაძლებელი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ანანიძის გადამკიდე ხშირად ვუყურებ სპარტაკის თამაშს, არაა ცუდი მოთამაშე...
დღეს ამან კაი გოლი გაიტანა, სამწუხაროდ კვირკველიას აჭამა მაგრად. ანანიძით არავინ ინტერესდება. დაამთავრა მაგან ფეხბურთის თამაში.
ანანიძეც გაიყოლოს რა
მომენატრა ქართველი ეპლში