კალათბურთი

12:49 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” ნახევარფინალშია

გამთენისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 4 მატჩი გაიმართა.

“ბრუკლინი” ნიუ იორკში “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდა. “ბრუკლინმა” პირველი პერიოდი 31:16 მოიგო, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 91:83. 22-22 ქულით თავიანთ გუნდეს ბრუკ ლოპესმა და დემარ ქეროლმა ულიდერეს. “ქორები” სერიას 2:1 იგებენ, მომდევნო მატჩი ისევ ნიუ იორკში, 28 აპრილს გაიმართება.

“ნიუ ორლეან პელიკანსი” შინ “გოლდენ სტეიტთან” 98:109 დამარცხდა. ოკლენდელბი პირველი სამი პერიოდის შემდეგ 21 ქულით იგებდნენ, ბოლო პერიოდში “ნიუ ორლეანმა” სხვაობის მხოლოდ ათი ქულით შემცირება შეძლო.

“გოლდენ სტეიტმა” სერია 4:0 მოიგო და კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა. “ოქროსშტატელების” მომდევნო მეტოქე “მემფის” – “პორტლენდს" შორის გამარჯვებული იქნება. საუცხოო მატჩი გამოუვიდა სტეფ კარის, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო. “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელმა 8-დან 6 სამქულიანი, 12-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო სროლა ჩააგდო. “ნიუ ორლეანში” საუკეთესო ტრადიციულად ენტონი დევისი გახლდათ, 36 ქულა 11 მოხსნა.

“ბრუკლინ ნეტსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 91:83 (31:16, 16:24, 20:22, 24:21)

“ბრუკლინი”: ლოპესი (22 ქ. 13 მ.), ბოგდანოვიჩი (19 ქ.), იანგი (18 ქ. 11 მ.), ჯონსონი (16 ქ. 10 მ. 5 პ.), ანდერსონი (8 ქ.), ჯეკი (5 ქ. 5 მ.), უილიამსი (3 ქ.)

“ატლანტა”: ქეროლი (22 ქ. 6 მ.), მილსაპი (18 ქ. 17 მ. 5 ჩ.), ტიგი (12 ქ. 6 პ.), ანტიჩი (7 ქ.), ჰორფორდი (7 ქ. 8 მ.), ბაზერმორი (6 ქ. 5 მ.), სკოტი (6 ქ. 5 მ.), შროდერი (3 ქ.), კორვერი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=L65OHtsufEc

სერიაში ანგარიში 1:2

“მილუოკი ბაქსი” – “ჩიკაგო ბულზი” 92:90 (19:23, 31:27, 23:21, 19:19)

“მილუოკი”: მეიო (18 ქ.), დადლი (13 ქ. 5 პ.), მიდელტონი (10 ქ.), ბეილესი (10 ქ. 5 პ.), ანტეტოკუნმპო (10 ქ. 8 მ.), ილიასოვა (9 ქ.), ფაჩულია (8 ქ. 6 ჩ. 5 მ. 1 პ.), კარტერ-უილიამსი (8 ქ. 5 პ.), ჰენსონი (6 ქ. 5 მ.)

“ჩიკაგო”: ბატლერი (33 ქ. 7 მ.), გასოლი (16 ქ. 10 მ.), როუზი (14 ქ. 6 პ. 5 მ.), დანლივი (10 ქ.), გიბსონი (8 ქ.), მიროტიჩი (5 ქ.), ნოა (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=L4j28B8pr-s

სერიაში ანგარიში 1:3

“ნიუ ორლეან პელიკანსი” – “გოლდენ სტეიტი” 98:109 (24:31, 30:36, 13:21, 31:21)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (36 ქ. 11 მ. 3 ბ.), გორდონი (29 ქ. 5 პ.), კანინგჰემი (10 ქ. 8 მ.), ანდერსონი (10 ქ.), ჰოლიდეი (4 ქ.), ევანსი (4 ქ.), აშიკი (3 ქ.), აჟინცა (2 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (39 ქ. 9 პ. 8 მ.), ტომპსონი (25 ქ.), გრინი (22 ქ. 10 მ. 8 პ.), იგუადალა (8 ქ.), ბარნსი (6 ქ. 8 მ.), ბარბოსა (6 ქ.), ბოგუტი (2 ქ.), ეზელი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=ohM91X8trc8

სერიაში ანგარიში 0:4

“პორტლენდი” – “მემფის გრიზლი” 109:115 (19:24, 30:38, 26:23, 34:30)

“პორტლენდი”: ბატუმი (27 ქ. 6 მ.), ლილარდი (22 ქ. 9 პ.), ოლდრიჯი (21 ქ. 7 მ.), აფლაო (5 ქ.), ლოპესი (4 ქ.), ბლეიკი (2 ქ.), კამანი (2 ქ.)

“მემფისი”: გაოლი (25 ქ. 7 მ.), ლი (20 ქ. 5 მ.), რენდოლფი (16 ქ.), კონლი (14 ქ.), კალატესი (13 ქ.), გრინი (9 ქ.), ალენი (8 ქ.), კარტერი (5 ქ.), კუფოსი (5 ქ.)

სერიაში ანგარიში 0:3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113031