ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი” ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალში რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდ “ალ რიადის” დაუპირისპირდა და სერიის პირველ მატჩში, სტუმრად, 69:113 განადგურდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30 წუთი გაატარა და 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ცქიტიშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
დღეს, “ჩემპვილი” მე-2 ნახევარფინალურ თამაშს შინ ჩაატარებს და რევანშის აღებას ეცდება.