ფეხბურთი

3:40 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” კატალონიურ დერბიში გაისეირნა

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” შედგა, სადაც ბევრის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, “ბარსელონამ” კატალონიურ დერბიში ძალიან იოლად აჯობა “ესპანიოლს”.

სტუმრები თავიდანვე უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და კიკო კასილიას კარგი თამაში რომ არა, ანგარიში პირველივე წუთებში გაიხსნებოდა. “ბლაუგრანამ” გოლის გატანა მაინც მალე შეძლო, მე-17 წუთზე ულამაზესი კომბინაცია ნეიმარმა დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით. რვა წუთში “ბლაუგრანამ” კიდევ ერთი შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც უკვე მესიმ დაასრულა ზუსტი დარტყმით.

მეორე ნახევარი “ბარსასთვის” ცუდად დაიწყო, 55-ე წუთზე ხორდი ალბამ მატეუ ლაოსს ორი ყვითელი ბარათი გამოსტყუა და მოედნის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, სტუმრებს პრობლემები არ შექმნიათ და ბრავოს მხოლოდ ერთხელ მოუწია თავისი გუნდის გადარჩენა, როდესაც კრისტიან სტუანის აჯობა. შეხვედრის ბოლოს ლაოსმა კამათის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გააძევა – ამჯერად მასპინძელთა მცველი ჰექტორ მორენო. “ბარსელონამ” 81 ქულა დააგროვა და “რეალს” 5 ქულით გაუსწრო, რომელიც დღეს ვიგოში ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან გამოვარდნილმა “ატლეტიკომ” შინ “ელჩეს” განადგურებით გარკვეულწილად რეაბილიტაცია მოახდინა და მე-3 ადგილი გაიმყარა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ტიტონის კარში ორი გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, რომელსაც უკვე 22 გოლი დაუგროვდა ლა ლიგაში, ხოლო ერთი ბურთი რაულ გარსიას ანგარიშზეა, რომელმაც შორეული დარტყმით შეძლო თავის გამოჩენა.

ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა “ლევანტემ” ვიქტორ კასადედუსის გოლით გასვლაზე მოუგო “ხეტაფეს”, ხოლო “სოსიედადი” და “ვილიარეალი” სან-სებასტიანში უგოლოდ გაიყარნენ.

ესპანიოლი – ბარსელონა 0:2 (0:2)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ჰ.მორენო, ა.გონსალესი (სევილია 61), არბილია, დუარტე, ალვარო, კანიასი, ვ.ალვარესი (მონტანესი 74), ლუკასი, ს.გარსია, კაისედო (სტუანი 70).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, რაფინია (მატიე 65), ინიესტა (ხავი 88), ლ.სუარესი (რაკიტიჩი 80), მესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ნეიმარი (17), 0:2 მესი (25).
გაფრთხილებები: ს.გარსია, ალვარო, არბილია, ლუკასი, კანიასი, ჰ.მორენო – ალბა, ალვეში, ბუსკეტსი
გაძევება: ალბა (55), ჰ.მორენო (91).
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 6(2)-12(5), ჯარიმა: 21-11, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-2

ატლეტიკო – ელჩე 3:0 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხ.ხიმენესი, გოდინი, გამესი, სიკეირა (ხუანფრანი 48), გაბი, ტიაგო, რ.გარსია (საული 69), კოკე, გრიზმანი (რ.ხიმენესი 80), ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, როკო, გალვესი, სისმა, სამუ, ა.გონსალესი, მოსკერა (არკესი 86), ფაჟრი, გ.როდრიგესი (ა.ხიმენესი 73), კორო, ჯონათასი (კ.ერერა 78).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0;3:0 გრიზმანი (55;77), 2:0 რ.გარსია (63)
გაფრთხილებები: ფ.ტორესი, კოკე – სისმა, ჯონათასი
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 18(9)-14(3), ჯარიმა: 11-18, კუთხური: 9-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-6

ხეტაფე – ლევანტე 0:1 (0:1)

მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ესკუდერო (ი.ლოპესი 89), ვიგარაი, ნალდო, აროიო (ჰინესტროზა 74), ხ.როდრიგესი, ლასენი, დ.კასტრო, სარაბია, ლეონი, დიავარა (ბუენდია 89).
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

ლევანტე (5-3-2): მარინიო, რამისი, ვინტრა, ივანი, ხუანფრანი, ტონიო, ხოსე მარი (სისოკო 80), მორალესი (უჩე 82), დიოპი, კასადედუსი (კამარასა 84), ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლი: კასადედუსი 35.
გაფრთხილებები: ვიგარაი, ესკუდერო, სარაბია, ბუენდია – სიმაო, ტონიო, მორალესი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 10(2)-9(3), ჯარიმა: 9-14, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-2

სოსიედადი – ვილიარეალი 0:0

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, პარდო, გრანერო, ზურუტუზა (კანალესი 67), ველა (ჩ.კასტრო 76), პრიეტო, აგირეჩე (ფინბოგასონი 82).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, დორადო (რუკავინა 57), რუისი, ჯოკიჩი, გასპარი, პინა, ტრიგეირასი, ჯონათანი, ხ.კოსტა (სოლი 78), ხ.მორენო (მ.გომესი 69), კემპბელი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გაფრთხილებები: მ.გონსალესი – ჯონათანი, რუისი, ტრიგეირასი, ხუანი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 13(2)-19(4), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 7-9, თამაშგარე: 1-5, სეივი: 4-2

თეგებილა ლიგა
0.239364