ჭადრაკი

22:02 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

ერთი ტურიც და დასრულდება ვუგარ გაშიმოვის სახელობის გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც აზერბაიჯანის ქალაქი შამქორი მასპინძლობს. შემადგენლობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტურნირს შეიძლება მცირე მსოფლიო ჩემპიონატიც კი ეწოდოს, რომელშიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ერთად პლანეტის რამდენიმე წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს.

რადგან ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია) ბოლოს წინა ტურში შავებით უესლი სოს (აშშ) დამარცხება ვერ შეძლო და მხოლოდ ყაიმს დასჯერდა, ხოლო უახლოესმა მდევარმა, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა ვიშვანათან ანანდმა (ინდოეთი) თეთრებით აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი დაამარცხა და ლიდერთან ანგარიშის სხვაობა ნახევარ ქულამდე დაიყვანა, ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გახდება ცნობილი. თუ შავებით ანანდმა ბოლო ტურში კარუანას (იტალია) დამარცხება შეძლო, კარლსენს, რომელიც თეთრებით მამედოვს (აზერბაიჯანი) ეთამაშება, პირველი ადგილის მოსაპოვებლად ყაიმიც ყოფნის.

მერვე ტურის ტექნიკური შედეგები

ადამსი – გირი 1-0

კრამნიკი – ვაშიე-ლაგრავი 1-0

სო – კარლსენი 0,5-0,5

მამედოვი – კარუანა 0,5-0,5

ანანდი – მამედიაროვი 1-0

26 აპრილი. მეცხრე ტური.

კარლსენი – მამედოვი

კარუანა – ანანდი

მამედიარვი – ადამსი

ვაშიე-ლაგრავი – სო

გირი – კრამნიკი

სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ

I კარლსენი 6 ქულა

II ანანდი 5,5

III-IV სო, კარუანა 4,5-4,5

V-VII მამედოვი, მამედიაროვი, კრამნიკი 3,5-3,5

VIII-X ვაშიე-ლაგრავი, გირი, ადამსი 3-3

0.114586