სომხეთის საკურორტო ქალაქ წაღკაძორში მიმდინარე ვაჭ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. I-II ადგილებზე მყოფი უკრაინა და ჩინეთი შესაბამისად, III-IV ადგილებზე მყოფ კუბასა და ისრაელს დაუპირისპირდნენ. ორივე ლიდერმა შეძლო მეტოქის დამარცხება და კუბასა და ისრაელს, რომლებმაც წაგების მიუხედავად III-IV ადგილები შეინარჩუნეს, ახლა 3-3 ქულით უსწრებენ.
ზედიზედ 2 მოგების შემდეგ რუსეთმა, რომელმაც ამჯერად ინდოეთი დაამარცხა, ერთ-ერთი აუტსაიდერობიდან V ადგილზე გადაინაცვლა.
მომდევნო, მეშვიდე ტურში დიდ ინტერესს იწვევს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ჩინეთისა და უკრაინის შეხვედრა.
მეექვსე ტურის ტექნიკური შედეგები
უკრაინა – კუბა 2,5-1,5
ისრაელი – ჩინეთი 1,5-2,5
ეგვიპრე – აშშ 1-3
სომხეთი – უნგრეთი 2-2
ინდოეთი – რუსეთი 1,5-2,5
26 აპრილი. მეშვიდე ტური
ჩინეთი – უკრაინა
კუბა – ინდოეთი
აშშ – ისრაელი
უნგრეთი – ეგვიპტე
სომხეთი – რუსეთი
სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ
I-II უკრაინა, ჩინეთი 10-10 ქულა
III-IV კუბა, ისრაელი 7-7
V რუსეთი 6
VI-VIII ინდეთი, უნგრეთი, სომხეთი 5-5
IX აშშ 4
X ეგვიპტე 1