ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ტორინოსთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ კომენტარი გააკეთა და მათ შორის პოლ პოგბას მდგომარეობაზეც ისაუბრა.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პოლ პოგბას გამოსაჯანმრთელებლად, “რეალთან” საპასუხო შეხვედრაში თამაში რომ შეძლოს. რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ იმედი არსებობს. ასევე უკეთაა კვადვო ასამოა, რომულო ორშაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშებს”, - თქვა ალეგრიმ.
ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში კვირას, “ტორინოს” დაუპირისპირდება.