ფეხბურთი

21:00 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტს მსურველი გუნდი გამოუჩნდა

გერმანული “ბილდის” ინფორმაციით, “ჰამბურგის” ჰოლანდიელმა შემტევმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა შესაძლოა კარიერა შოტლანდიურ გრანდ გლაზგოს “სელტიკში” გააგრძელოს.

32 წლის ფეხბურთელს ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს და უკვე ცნობილია, რომ სეზონის ბოლოს რაფაელი თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, თუ გლაზგოელები იყოჩაღებენ ფეხბურთელს ხელში უფასოდ ჩაიგდებენ.

მიმდინარე სეზონში ვან დერ ვაარტმა 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.135393