ფეხბურთი

17:00 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” დე ხეას შემცვლელად ლორისს მოიაზრებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ტოტენჰემის” მეკარემ უგო ლორისმა შესაძლოა კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელოს.

ესპანური მედიის მტკიცებით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის “რეალი” “წითელი ეშმაკების” კარის დარაჯ დავიდ დე ხეას გადაიბირებს. შესაბამისად, ინგლისელებს მეკარის შემცვლელი სჭირდებათ.

ამავდროულად ლორისს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს და “მანჩესტერი” ფრანგისთვის კარგი ვარიანტია. მიმდინარე სეზონში უგომ 39 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 49 გოლი, 11 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება ღირებულება 16-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.119675