გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 3 მატჩი გაიმართა.
ტეხასურ დერბიში “დალასი” შინ “ჰიუსტონთან” 128:130 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “როკეტსმა” 36:27 მოიგო. სერიაში “ჰიუსტონი” 3:0 დაწინაურდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად განაღდებული აქვს. “დალასს” 34-34 ქულით ნოვიცკიმ და ელისმა ულიდერეს. ჯეიმს ჰარდენმა 42 ქულა ჩააგდო. “ბაბუაწვერამ” 7-დან 5 სამქულიანი, 17-დან 10 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო. აღსანიშნავია ასევე დუაიტ ჰოვარდის 13 ქულა და 26 მოხსნა. სერიის მეოთხე მატჩი ისევ დალასში 27 აპრილს გაიმართება.
“ვაშინგტონმა” შინ “ტორონტოს” 106:99 მოუგო და სერიაში 3:0 დაწინაურდა. დედაქალაქელებმა სერის ბედი მაშინ გადაწყვიტეს, როცა კანადაში ორივე მატჩი მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 32 ქულა “ტორონტოს” ლიდერმა დეროზანმა ჩააგდო. “ვაშინგტონში” გორტატი 24 ქულით გამოირჩა. სერიის მეოთხე მატჩი ვაშინგტონში 27 აპრილს გაიმართება.
“სან ანტონიო” ტეხასში “ლოს ანჯელეს კლიპერსს” შეხვდა და ყველასგან მოულოდნელად 100:73 გაანადგურა. ჩემპიონებმა მეორე პერიოდის გარდა დანარჩენ სამ პერიოდში მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს. სან ანტონიოს 32 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 5-დან 3 სამქულიანი, 13-დან 10 ორქულიანი და 3-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო. “კლიპერსში” საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ 14 ქულა 10 მოხსნა. სერიაში “სან ანტონიო” 2:1 დაწინაურდა. მეოთხე მატჩი ისევ ტეხასში 26 აპრილს გაიმართება.
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ბრუკლინი” ნიუ იორკში “ატლანტა ჰოუქს” დაუპირისპირდება. სერიას “ქორები” 2:0 იგებენ.
“დალას მავერიკსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 128:130 (36:42, 36:23, 27:36, 29:29)
“დალასი”: ნოვიცკი (34 ქ. 8 მ. 4 პ.), ელისი (34 ქ. 9 პ.), ამინუ (15 ქ. 5 მ.), ბარეა (11 ქ. 9 პ. 6 მ.), ჰარისი (10 ქ.), სტაუდემაიერი (8 ქ.), ჩენდლერი (8 ქ. 8 მ.), ვილანუევა (5 ქ.), ჯეფერსონი (3 ქ.)
“ჰიუსტონი”: ჰარდენი (42 ქ. 9 პ. 5 მ.), სმიტი (18 ქ. 4 პ.), ბრიუვერი (15 ქ.), ჰოვარდი (13 ქ. 26 მ. 2 ბ.), არიზა (12 ქ.), ტერი (7 ქ.), კაპელა (7 ქ.), პრიჯიონი (3 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=u0ku7QxMDdI
სერიაში ანგარიში 0:3
“ვაშინგტონ უიზარდსი” – “ტორონტო რეპტორსი” 106:99 (33:35, 21:13, 18:22, 34:29)
“ვაშინგტონი”: გორტატი (24 ქ. 13 მ. 5 პ.), უოლი (19 ქ. 15 პ. 5 პ.), პირსი (18 ქ.), ბილი (16 ქ.), გუდენი (12 ქ.), პორტერი (11 ქ.), ნენე (6 ქ.)
“ტორონტო”: დეროზანი (32 ქ. 6 პ.), ლოური (15 ქ. 7 პ.), ჯონსონი (14 ქ. 12 მ.), როსი (10 ქ.), პატერსონი (10 ქ.), ვალანჩუნასი (8 ქ. 10 მ.), უილიამსი (7 ქ.), ვასკესი (2 ქ.), ჰენდსბრო (1 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=6ZLzwSTPB8M
სერიაში ანგარიში 3:0
“სან ანტონიო სპურსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 100:73 (25:16, 21:22, 24:11, 30:24)
“სან ანტონიო”: ლეონარდი (32 ქ. 4 მ.), დიაო (15 ქ. 6 მ.), გრინი (11 ქ. 6 მ.), ბელინელი (9 ქ.), პარკერი (6 ქ.), მაილსი (6 ქ.), ჯოზეფი (6 ქ.), დანკანი (4 ქ.7 მ.), ბაინსი (4 ქ.), ბონერი (3 ქ.), ჯინობილი (2 ქ. 6 მ.), სპლიტერი (2 ქ.)
“კლიპერსი”: გრიფინი (14 ქ. 10 მ. 5 პ.), რივერსი (11 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 8 მ.), რედიკი (7 ქ.), პოლი (7 ქ.), ჰუდსონი (5 ქ.), კროუფორდი (5 ქ.), ბარნსი (5 ქ.), დევისი (5 ქ.), ჯონსი (5 ქ.), ჰეივსი (5 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=zf2hIKf_Kcw
სერიაში ანგარიში 2:1