ანტონიო დი ნატალეს აგენტი ირწმუნება, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 37 წლის ფეხბურთელი “უდინეზედან” წასვლას აპირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრუნო კარპეჯანიმ Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა:
“მოცემულ მომენტში შემიძლია გითხრათ, რომ ანტონიო “უდინეზეში” არ დარჩება. მას სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წასვლა უნდა და ეს ფინანსებთან კავშირში არაა. შესაძლოა, მან იტალიაც დატოვოს. დაველოდოთ სეზონის დასრულებას და ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა”.
დი ნატალეს “უდინეზესთან” კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით ის კარიერას ამერიკის ნაციონალურ ლიგაში, ნიუ იორკის ორი გუნდიდან ერთ-ერთში გააგრძელებს. ანტონიომ “უდინეზეში” 11 სეზონი გაატარა და 414 მატჩში 220 გოლი გაიტანა.