ფეხბურთი

11:41 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: “ტოჰირი დიდი გუნდის აშენებას გეგმავს”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი იმედოვნებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მისი კლუბი აქტიური იქნება.

“რომასთან” გასამართ მატჩამდე “ინტერი” იტალიის ჩემპიონატში მეათე ადგილზეა და ევროთასების ზონაში მოხვედრის შანსი თითქმის არა აქვს. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

“ინტერის” მფლობელი ერიკ ტოჰირი უდიდესი გუნდის აშენებას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაწყვეტილება საკმაოდ მყარია, თუმცა, დაგეგმილი გარიგებები ლოგიკურ დასრულებამდე ყოველთვის არ მიდის. რაც შეეხება მომავალ მატჩს, “რომა” ჩვენზე უკეთეს სეზონს ატარებს, მაგრამ პრობლემები მათაც ექმნებათ. ჩვენს თამაშში ბევრი რამ გავაუმჯობესეთ, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ შედეგისგან, რისი მიღწევაც გვინდა” - განაცხადა მანჩინიმ.

0.124211