ფეხბურთი

10:28 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის დაბრუნება, "ვიტესის" მარცხი

ჰოლანდიის ერედივიზიონის 32-ე ტურში “დენ ჰააგმა” შინ 1:0 დაამარცხა “ვიტესი.” სტუმართა კაპიტანმა გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა, სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ვალერი ყაზაიშვილმა 63-ე წუთზე დატოვა მინდორი. ჰოლანდიის ერედივიზიონის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ვიტესი” 54 ქულით მე-4 ადგილზეა.

ბელგიის ჩემპიონატში ევროპალიგის ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლი კლუბების “გენკისა” დ “მეხელენის” დაპირისპირება შედგა. ალექს მაკლიშის გუნდმა მეტოქე შინ 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა განაცხადში ვერ ვიხილეთ ლუკა ზარანდია, 82-ე წუთზე კი მინდორზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა. შეგახსენებთ საქართველოსა და გერმანის დაპირისპირების შემდეგ ოქრიაშვილს ტრავმის გამო ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია და "მეხელენთან" მატჩის მიწურულს შედგა მისი დაბრუნება. ოთხგუნდიან ჯგუფურ ტურნირს, რომელიც ევროპალიგაში გამსვლელებს გაარკვევს, 9 ქულით “მეხელენი” ლიდერობს, “გენკი” ბურთების უარესი შეფარდების გამო მეორე ადგილზეა.

რუმინეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში გიორგი ჭანტურიას “კლუჟი” გასვლით მატჩში ბუქარესტის “დინამოს” დაუზავდა (1:1). სტუმართა განაცხადში მყოფი გიორგი ჭანტურია მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. რუმინეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კლუჟი” 20 ქულით მე-17 ადგილზეა.

0.140319