ფეხბურთი

10:24 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალების განრიგი ცნობილია

უეფამ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

“იუვენტუსი” მადრიდის “რეალს” ტურინში 5 მაისს უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 13 მაისს გაიმართება.

“ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნის” პირველი შეხვედრა კატალონიის დედაქალაქში ოთხშაბათს, 6 მაისსაა დანიშნული, ხოლო საპასუხო თამაშს მიუნხენი 12 მაისს უმასპინძლებს.

თამაშები ტრადიციულად, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრას ბერლინი 6 ივნისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174619