ჭადრაკი

21:55 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაშიმოვის მემორიალი დასასრულს მიუახლოვდა

დასასრულს მიუახლოვდა აზერბაიჯანის ქალაქ შამქორში მიმდინარე ვუგარ გაშიმოვის საჭადრაკო მემორიალი, რომელშიც მსოფლიოს მოქმედ და ვიცე-ჩემპიონთან ერთად ექსჩემპიონიც მონაწილეობს. ასპარეზობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველ-მეორე ადგილებს შესაბამისად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) და ვიცე-ჩემპიონი ვიშვანათან ანადი (ინდოეთი) იმყოფებიან. კარლსენის თამაშს რომ უყურებ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ვისაც არ უნდა ხვდებოდეს, მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპზე არ არსებობს მოჭადრაკე დიდი ნორვეგიელის სამეფო ტახტს საფრთხე რომ შეუქმნას. მეშვიდე ტურში კარლსენი არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთ ლეგენდას მსოფლიოს ექსჩემპიონ ვლადიმერ კრამნიკს შეხვდა და საკმაოდ იოლად დაამარცხა.

რაც შეეხება ანანდს, მან დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ მაიკლ ადამს მოუგო.

მეშვიდე ტურის ტექნიკური შედეგები.

კარლსენი – კრამნიკი 1-0

კარუანა – სო 1-0

ანანდი – ადამსი 1-0

მამედიაროვი – მამედოვი 0,5-0,5

ვაშიე-ლაგრავი – გირი 0,5-0,5

მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი

სო – კარლსენი

ანანდი – მამედიაროვი

მამედოვი – კარუანა

კრამნიკი – ვაშიე-ლაგრავი

ადამსი – გირი

სატურნირო მდგომარეობა შვიდი ტურის შემდეგ

I კარლსენი 5,5 ქულა

II ანანდი 4,5

III-IV სო, კარუანა 4-4

V მამედიაროვი 3,5

VI-VIII მამედოვი, გირი, ვაშიე-ლაგრავი 3-3

IX კრამნიკი 2,5

X ადამსი 2

0.12528