ფეხბურთი

20:48 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო: “ნოუ კამპზე” თამაში დიდი პატივი იქნება”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის “ნოუ კამპზე” თამაში დიდი პატივი იქნება.

მოგეხსენებათ, რომ “ბაიერნის” მეტოქე 1/2 ფინალში “ბარსელონა” იქნება, რომლის ღირსებასაც ადრე ტიაგო იცავდა.

“ნებისმიერი სხვა მოწინააღმდეგე “ბარსელონაზე” არანაკლები სირთულის იქნებოდა, თუმცა “ნოუ კამპზე” თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება.

ბერლინში გასამგზავრებლად და თასის მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ”, - განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო “ბარსელონას” ძირითად გუნდში 2009-2013 წლებში თამაშობდა და 101 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.11625