ფეხბურთი

19:59 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილაო” ჰე!

გორის “დილამ” შინ ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და 5:2 გაანადგურა. 51 ქულა მოაგროვა და რადგან თბილისის “დინამომ” ”ცხინვალთან” 1:4 წააგო, უახლოეს მდევარს 4 ქულით გაუსწრო. მისი კიდევ ერთი უშუალო კონკურენტი, ბათუმის “დინამო” შაბათს ქობულეთში “გურიას” დაუხვდება.

გორელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და ეს ანგარიშშიც აისახა. მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ. მე-9 წუთზე მიხაილ გორელიშვილმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე მეტოქე მოატყუა და ეფექტური გოლი გაიტანა.გორელიშვილი მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მერე ერთი ბურთი კიდევ შეაგდო და ერთიც ერისთავს გაატანინა. აქტიურობდა ირაკლი მოდებაძეც. ჯერ იყო და მისი ძლიერი დარტყმული ჯიოევმა სასწაულით მოიგერია კუთხურზე, ტაიმის მიწურულს კი სტუმართა მეკარეც უძლური აღმოჩნდა და ირაკლიმ თავისი მე-11 გოლი გაიტანა სეზონში, რამაც ის ბომბარდირთა დავაში დააწინაურა. თამაშის მიწურულს ირაკლიმ თავისი მე-12 გოლიც შეაგდო. მანამდე კი ასევე კარგად მოთამაშე გიორგი ერისთავმა გორელიშვილს “ვალი დაუბრუნა”, რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და ზუსტი პასი მისცა, მიხაილმაც თავურით გაიტანა.

ქობულეთელებმა ორი საპასუხო ბურთის გატანა მაინც მოახერხეს. თუმცა მეტისთვის ძალა არ ეყოთ.

დილა – შუქურა 5:2 (3:1)

24 აპრილი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: მიგინეიშვილი, მარიჩი (ჯაფარიძე 80), ქარქუზაშვილი, ბაგაევი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, გვალია, თექთურმანიძე (სეთურიძე 52), გორელიშვილი, ერისთავი (კვეკვესკირი 54), მოდებაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

შუქურა: ჯიოევი, ტვილდიანი, ხოჭოლავა, მალანია (როდრიგესი 46), ხუჭუა, მჟავანაძე, პუკანიჩი, ჩაფიძე (გერმოზაშვილი 77), თუხარელი (ლ. ანანიძე 82), ჩელებაძე, ნუნიესი

მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 1:0 გორელიშვილი (9), 2:0 ერისთავი (24), 3:0 მოდებაძე (40), 3:1 ჩელებაძე (41), 4:1 გორელიშვილი (59), 4:2 თუხარელი (61), 5:2 ირაკლი მოდებაძე (75)

გაფრთხილება: მარიჩი (72), ქარქუზაშვილი (85); ჩაფიძე (65), ნუნიესი (69)

მსაჯი: ჯ. ხორავა

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.128717