ფეხბურთი

15:27 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

აბდენურს “არსენალი”, “ტოტენჰემი” და პსჟ აკვირდებიან

“მონაკოს” ტუნისელი მცველი აიმენ აბდენური ერთბაშად რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.

ამის შესახებ 25 წლის ფეხბურთელის აგენტმა აბდელკადერ ჟილანიმ Fოოტ Mერცატო-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“აიმენმა ახლახანს გაახანგრძლივა კონტრაქტი “მონაკოსთან”. მისთვის ყველაფერი კარგად აეწყო. ვფიქრობ, მან დაამტკიცა, რომ საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. აბდენური მხოლოდ 25 წლისაა და მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა. “არსენალის” სკაუტები მისი მონაწილეობით ჩატარებულ ყველა თამაშს ესწრებიან. მათი ხილვა ტრიბუნებზე “მონაკო”-“იუვენტუსის” თამაშისასაც შეიძლებოდა. მათ კარგად იციან ანდებურის ნიჭის შესახებ.

დაინტერესებას იჩენენ სხვა დიდი კლუბებიც, მათ შორის “ტოტენჰემიც”. არის ინტერესი ესპანეთიდან და იტალიიდან. პსჟ-საც ძალიან მოსწონს ეს ფეხბურთელი და მას თვალი დაადგა. მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესი არ დაწყებულა. ამ მომენტისთვის მაგიდაზე არცერთი კლუბის წინადადება არ გვიდევს და ახლა ამის დრო არცაა. ვფიქრობ, სეზონის დასრულების შემდეგ პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება” - თქვა ჟილანიმ.

0.134685