ფეხბურთი

13:24 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი ინგლისშია

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს შემტევი მემფის დეპაი ინგლისში ჩაფრინდა, რათა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკება აწარმოოს.

გავრცელებული ცნობით, “წითელი ეშმაკები” მზად არიან ჰოლანდიურ გრანდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ. დეპაის საკუთარ გუნდში ხილვა ლუის ვან გაალს სურს.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ ეინდჰოველთა მაისურით 37 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. მემფისი პსვ-სთან ერთად უკვე გახდა ერედივიზიონის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120234