ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მე-5 ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერ კუბისა და ტურნირის რეიტინგ-ფავორიტის რუსეთის თამაში, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად აუტსაიდერთა შორის იმყოფება. კუბის მეტოქე ისრაელი იყო, რომელიც ლიდერს 2 ქულით ჩამორჩებოდა. ებრაელმა მოჭადრაკეებმა შეძლეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება, მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდნენ და ლიდერობაც დააკარგვინეს. ლიდერის წაფოხილებით ისარგებლეს ჩინეთმა და უკრაინამ, რომლებმაც გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. რაც შეეხება რუსეთს, რომლის მეტოქე უნგრეთი იყო, დიდი ანგარიშით 3.5-0.5 შეძლო მეტოქის დამარცხება, მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და აუტსაიდერობას თავი დააღწია.
მე-5 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
უკრაინა - ინდოეთი 2.5-1.5
კუბა - ისრაელი 1.5-2.5
ჩინეთი - ეგვიპტე 2.5-1.5
აშშ - სომხეთი 1.5-2.5
უნგრეთი - რუსეთი 0.5-3.5
მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგი
24 აპრილი დასვენების დღეა
25 აპრილი
ინდოეთი - რუსეთი
სომხეთი - უნგრეთი
ეგვიპტე - აშშ
ისრაელი - ჩინეთი
უკრაინა - კუბა
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ
I-II უკრაინა, ჩინეთი 8-8 ქულა
III-IV კუბა, ისრაელი 7-7
V ინდოეთი 5
VI-VIII უნგრეთი, სომხეთი, რუსეთი 4-4
IX აშშ 2
X ეგვიპტე 1