ჭადრაკი

22:05 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენმა ლიდერობა შეინარჩუნა

ერთ დღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ვაჟ მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც აზერბაიჯანი მასპინძლობს. დღეს მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ანიშ გირს დაუზავდა. მდევრის როლში მყოფმა უესნი სო (აშშ) რომელიც თეთრებით შაჰრიარ მამედიაროვს (აზერბაიჯანი) ხვდებოდა, ლიდერის დაწევის შანსი ვერ გამოიყენა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა, მაგრამ მეორე ადგილი მაინც შეინარჩუნა. საერთოდ ამ ტურში ყაიმები სჭარბობდა, რადგან 5 შეხვედრიდან 4 წყვილი დაზავდა.

გთავაზობთ მეექვსე ტურის ტექნიკურ შედეგებს

გირი (ჰოლანდია) – კარლსენი (ნორვეგია) 0,5-0,5

სო (აშშ) – მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0,5-0,5

მამედოვი (აზერბაიჯანი) – ანანდი (ინდოეთი) 0,5-0,5

კრამნიკი (რუსეთი) – კარუანა (იტალია) 0-1

ადამსი (ინგლისი) – ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0,5-0,5

24 აპრილი. მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი

ანანდი – ადამსი

მამედიაროვი – მამედოვი

კარუანა – სო

კარლსენი – კრამნიკი

ვაშიე-ლაგრავი – გირი

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ

I კარლსენი 4,5 ქულა

II სო 4

III ანადი 3,5

IV-V მამედიაროვი, კარუანა 3-3

VI-IX კრამნიკი, გირი, მამედოვი, ვაშიე-ლაგრავი 2,5-2,5

X ადამსი 2

0.136249