ფეხბურთი

22:03 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

8 მილიონიანი კონტრაქტი და პირლოს უარი

ყატარის საფეხბურთო კლუბი “ალ ჯაიში” ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველ ანდრეა პირლოს თავისთან იწვევს. ამის შესახებ “სქაი სპორტი” იუწყება. აზიელები ვეტერან ფეხბურთელს ერთი სეზონის განმვალობაში 8 მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, 36 წლის ფეხბურთელმა ამ შეთავაზებაზე უარი უკვე განაცხადა. “ალ ჯაიშს” წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი საბრი ლამუში ავარჯიშებს, რომელსაც თავის დროზე იტალიაში “პარმასა” და “ინტერის” რიგებში უთამაშია.

ანდრეა პირლოს “ბებერ ქალბატონთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.111527