კალათბურთი

21:34 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთობლივი პროექტი დასრულდა

კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კომპანია „სასკი ბასკონიას“ ერთობლივი პროექტი, საკალათბურთო კემპი, რომელიც თბილისში, “დინამოს” ბაზაზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. საქართველოში მოვლინებულმა კლუბის წამყვანმა მწვრთნელებმა 14-17 წლების ასაკის მოზარდებს სპეციალური საწვრთნელი კემპები ჩაუტარეს. აღნიშნულ კემპში სულ 160 ბავშვი მონაწილეობდა, საიდანაც ესპანელი სპეციალისტების მიერ 16 საუკეთესო შეირჩა. ისინი მივლინებით ბასკეთში გაემგზავრებიან და წვრთნებს ესპანური კლუბის ბაზაზე გაივლიან. საუკეთესო მოზარდებს კლუბი დაიტოვებს და წვრთნასთან ერთად მათ ესპანეთში სწავლას და ყველა საჭირო პირობებს უზრუნველყოფს.კემპზე შერჩეულ ბავშვთა ვინაობა 25 აპრილს, დინამოს ბაზაზე გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დასახელდება. კომპანია „სასკი ბასკონია“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ „ლაბორალ კუჩასა“ და ბავშვთა სკოლების მეპატრონეა. აღნიშნულ სკოლაში აღზრდილი კალათბურთელები თამაშობენ როგორც ევროპის წამყვან კლუბებში, ასევე ნბა-ს კალათბურთელთა რიგებშიც. ესპანელი სპეციალისტები სემინარებს ქართველ მწვრთნელებსაც ჩაუტარებენ, რომელიც ასევე 25 აპრილს, “დინამოს” ბაზაზე 13:00 საათზეა დაგეგმილი.

24 აპრილი, 12:00 - დინამოს საკალათბურთო დარბაზში კემპის ბოლოს ვარჯიშზე დასწრება და გადაღება

25 აპრილი ,12:30 კემპის შემაჯამებელი პრესკონფერენცია და სემინარები ქართველი მწვრთნელებისთვის

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164104