ფეხბურთი

18:55 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონმა “ლივერპულთან” გაახანგრძლივა

როგორც “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჯორდან ჰენდერსონმა “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით “ენფილდმა” 2020 წლამდე დარჩება.

“გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, წარუმატებელი პერიოდი დასრულდება და შემდეგ წლებში გუნდთან ერთად ტიტულებს მოვიპოვებ”, - განაცხადა ჰენდერსონმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ინგლისელი მოთამაშე 2011 წელს “სანდერლენდიდან” 20 მილიონ გირვანქად გადავიდა მერსისაიდულ კლუბში. “ლივერპულმა” 2012 წელს ინგლისის ლიგის თასი მოიპოვა. ამავე წელს ფეხბურთელი ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მიმდინარე სეზონში ჰენდერსონმა პრემიერლიგის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

0.109006