დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალური მენეჯერის მიქაელ ცორკის განცხადებით, კლუბი მზადაა მატს ჰუმელსის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებები მიიღოს.
გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე მიმართა გერმანულ კლუბს. ინგლისურ მხარეს 26 წლის ცენტრალური მცველის შეძენა 30 მილიონ გირვანქად სურს.
“ამჟამად ვერაფერს დავადასტურებ”, - მოკლედ შემოიფარგლა ცორკი, ხოლო “ბორუსიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში შემდეგ კომენტარი გააკეთა:
“ჰუმელსი ჩვენს საკუთრებაშია. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მხოლოდ “ბორუსიას” შეუძლია გადაწყვიტოს ფეხბურთელის მომავალი”.
შეგახსენებთ კლუბსა და მოთამაშეს შორის დადებული ხელშეკრულებას ვადა 2017 წლის ივნისში ეწურება.