იტალიის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაღწევა 12 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ტურინელებმა 1/4 ფინალურ ეტაპზე ფრანგული “მონაკო” ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხეს და ახლა ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომელ კლუბს ისურვებდნენ ნახევარფინალში თავიანთი საყვარელი გუნდის მეტოქედ.
გამოკითხულთა 71%-ს მეტოქედ მადრიდის “რეალი” სურს. კატალონიის “ბარსელონამ” ხმათა 18% მიიღო, ხოლო მიუნხენის “ბაიერნმა” – 11%.
თუ რამდენად ახდება იტალიელი გულშემაკივრების სურვილი ამას პარასკევს, ნაშუადღევს შევიტყობთ.